ჩემი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში უდიდესი ბედნიერება იყო! მადლობა, რომ გჯერათ ჩვენი - ეს მხოლოდ დასაწყისია“ - გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს მიმართავს
ჩემი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში უდიდესი ბედნიერება იყო! მადლობა, რომ გჯერათ ჩვენი - ეს მხოლოდ დასაწყისია“ - საქართველოს როვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს მიმართავს.
"ჩემი პირველი გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში და გამარჯვება სახლში ჩვენს წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად, უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო. ეს მომენტი წარმოადგენს არა მხოლოდ ჩემს პირად მიღწევას, არამედ ეს არის დადასტურება ყველას შრომისა და თავდადების, ვისაც ამ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის.
- უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი გულშემატკივრების ურყევი მხარდაჭერისა და ენერგიისთვის, რამაც ეს გამარჯვება კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. ეს გატანილი გოლი და გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩემი მიზანი, რომლის მიღწევაც მსურდა, არამედ სიმბოლოა იმის, რისი მიღწევა შეგვიძლია ყველას ერთად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გამბედაობით, გაუტეხავი ხასიათითა და ერთიანობით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი წინაღობა.
მადლობა, რომ გჯერათ ჩვენი - ეს მხოლოდ დასაწყისია იმის, რისი მიღწევაც შეგვიძლია!" - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
საქარველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებულად დაიწყო. პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი ქართველების სრული დომინაციით წარიმართა, გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი. საბოლოოდ კი თამაში ანგარიშით 4-1 დასრულდა. გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.