ENews.Ge ახალი ამბები

ჩემს თაყვანისმცემლებთან ყოველთვის დისტანციას ვიჭერ, ახლოს არავის ვუშვებ, რადგან ჩემთან ურთიერთობა და კონტაქტი დიდი პრივილეგიაა მათთვის…



პრაიმ ჰაუსის მონაწილე ლიზა ქონიაძე ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა ბიჭებისთვის დიდი პრივილეგიაა და ისინი ამას ხვდებიან… შეგახსენებთ რომ ლიზას მიზეზით ბევრი წყვილი დასორდა ერთმანეთს, თუნდაც პრაიმ ჰაუსში.

– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?
– ბუნებრივია, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან დისტანციის დაცვაა. ახლოს არავის ვუშვებ. ეს ყოველთვის ასე იყო და არის. მხოლოდ ჩემს თავს ვუთმობ დროს. არც ყოფილა ვინმე, ვინც ჩემს პირად სივრცეში ზედმეტად შემოიჭრა. „ვუგვარებ“ ყველას, ვიცავ დისტანციას და იღებენ ჩემს უარს. ჯერ არ ყოფილა მომენტი, მეც მომწონებოდა და შანსი მიმეცა, თუ არ ჩავთვლით „ქრაშს“, რომელიც წეღანაც ვახსენე. დისტანცია მაქვს ყველა თაყვანისმცემელთან, ვგრძნობ, რომ პატივს მცემენ, თუმცა ახლოს არავის არ ვუშვებ. ჩემთან ურთიერთობა და კონტაქტი დიდი პრივილეგიაა, ჯერ ეს პრივილეგია არავის ჰქონია (იცინის).

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა