ENews.Ge ახალი ამბები

”კესოსთან ხელის სათხოვნელად მივდიოდი , მაგრამ უეცრად…” – ნახეთ რა განცხადება გააკეთა ბექა ჯაიანმა



მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჯა­ი­ანს პი­რა­დად იც­ნობ­და. წყვი­ლი ხში­რად შორ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც რიგ­დე­ბოდ­ნენ.

„ორი წელი ერ­თად იყ­ვნენ. ორი კვი­რის წინ ჩვენ სამ­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით აუზ­ზე, ვიდ­რე და­შორ­დე­ბოდ­ნენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე არ ვი­ყა­ვი, სულ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. თით­ქმის ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ბო­ლოს რომ იჩხუ­ბეს, კე­სომ უთხრა, ვიდ­რე არ გა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, უნდა დავ­შორ­დე­თო. სა­დღაც ათი დღეა და­შორ­დებულები იყვნენ. 

მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, დადე თუ გინ­და ფოტო, მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვოო. ჩვე­უ­ლებ­რივ ვკონ­ტაქ­ტობ­დით ხოლ­მე, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­სო­დეს მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ესე­ნი ვერ რიგ­დე­ბოდ­ნენ.

გუ­შინ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერ­თად ვი­ყა­ვით მე და კე­სოს დედა, შო­კი­რე­ბუ­ლია, მომ­ხდარს ჯერ ვერ აა­ნა­ლი­ზებს…” – უთხრა “ამბებს” ვა­ნი­კო კა­რე­ლი­ძემ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა