ENews.Ge ახალი ამბები

ავტომობილი ორსულს დაეჯახა,როგორია დაშავებულის მდგომარეობა და სად მოხდა შემთხვევა



მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ქალს დაეჯახა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლამდე ქალი ქუჩას კვეთდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ორსული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალი 5 თვის ორსულია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა