VIDEO: კადრი, რომელიც ყველას გამორჩა – “კვარას” რეაქცია, როცა მატჩის შემდეგ ფეხბურთელი მას გაეხუმრა და თავში წამოარტყა
სერია A-ს მეათე ტურში “ნაპოლიმ” გასვლით მატჩში “მილანი” ანგარიშით 0-2 დაამარცხა. გოლები რომელუ ლუკაკუმ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
“კვარა”, რომელიც ანტონიო კონტემ მატჩის 77-ე წუთზე შეცვალა, მოედანზე საუკეთესო იყო და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ხვიჩას აქამდე მილანისთვის გოლი გატანილი არ ჰქონდა და მან ეს ნავსიც გატეხა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა აეე შეაფასეს.
ცნობისთვის, “კვარას“ ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. სულ კი ნეაპოლურ გუნდში 30 გოლი აქვს გატანილი.