ENews.Ge ახალი ამბები

სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა… ნამ­დვი­ლად არის სა­პა­ნი­კო… მსგავსი რამ აქ ისტორიას არ ახსოვს”– რას ჰყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი მასშტაბურ სტიქიაზე



ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვა­ლენ­სი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი თეა შუ­ბი­თი­ძე იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე “ამბები.ჯი”–ს ესაუბრა:

– როცა წყალ­დი­დო­ბა და­ი­წყო, მე სახ­ლში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი მა­მამ­თი­ლი და ჩემი მაზ­ლი ჩარ­ჩნენ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. წა­ღე­ბუ­ლია ხი­დე­ბი, ყვე­ლა გზა ჩა­ხერ­გი­ლია, ვე­რა­ვინ ვერ­სად ვერ გა­დის… მან­ქა­ნა მან­ქა­ნას აზის, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლია, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. ვინც ქვე­და სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, იქ მარ­ტო ერთ ად­გი­ლას 10 ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ყო­ველ 10 წუთ­ში გაფრ­თხი­ლე­ბის სიგ­ნა­ლი მო­დის. ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს ასე­თი რამ ვა­ლენ­სი­ა­ში.

მე აქ ვარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ეს­პა­ნელ­ზე, ზუს­ტად შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ მსგავ­სი რამ ვა­ლენ­სი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. ქარ­თვე­ლე­ბი აქ ბევ­რი არი­ან. ერთი ახ­ლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც გუ­შინ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ას­წრო, გად­მო­იყ­ვა­ნეს მაშ­ვე­ლებ­მა… პა­ი­პორ­ტა­ში ცხოვ­რობს, რომ ვუ­ყუ­რებ­დი იქ რა ხდე­ბო­და მივ­წე­რე, მო­ვი­კი­თხე, მი­თხრა, ჩავ­რჩი ვა­ლენ­სი­ა­შიო, ძლივს გად­მო­ვას­წა­რი მან­ქა­ნი­და­ნო. მან­ქა­ნე­ბი ისე მიჰ­ქონ­და წყალს, რო­გორც ქა­ღალ­დე­ბი. თავს დაგ­ვა­ტყდა ტორ­ნა­დო­ე­ბი, ქა­რიშ­ხა­ლი, წვი­მა, მდი­ნა­რე­ე­ბი ადიდ­და. ამან გა­მო­იწ­ვია სა­ში­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფა.

ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ ჩერ­დე­ბი­ან დარ­ბი­ან აქეთ იქით, და­კე­ტი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ახლა უსაფრ­თხოდ ვარ. ზრუ­ნავს ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ხალ­ხზე. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვარ, არ მე­ში­ნია.

პა­ნი­კა იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ ახლა ნამ­დვი­ლად არის სა­პა­ნი­კო. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც ვერ ხდე­ბა დის­ტრი­ბუ­ცია. ხი­დე­ბიც არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი ვერ ამა­რა­გებს მა­ღა­ზი­ებს. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. სუ­პერ­მარ­კე­ტებს მი­ა­წყდა ხალ­ხი, წე­ღან გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი იქ აღარ იყო. არც კვერ­ცხი, არც წყა­ლი.

აღა­რა­ფე­რი აღარ იყო. ალ­ბათ ვერ­ტმფრე­ნე­ბით გად­მო­ი­ტა­ნენ რა­მეს. ეს­პა­ნე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან უფრო, მე პა­ნი­კა­ში ძა­ლი­ან არ ვარ. ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კე­ტი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. იმ­ხე­ლა რი­გე­ბია, გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი”- ამბობს ესპანეთში მცხოვრები ქართველი.

ბოლო ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პედ­რო სან­ჩეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა