ENews.Ge ახალი ამბები

დაქორწინდა კაცზე, რომელიც მისი შვილის შეყვარებული იყო - რას წერს მედია მაილი საირუსის ოჯახის დრამის შესახებ?



ტაბ­ლო­ი­დე­ბი მომ­ღე­რალ მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის ოჯახ­ში არ­სე­ბულ დრა­მა­ზე წე­რენ. ყვი­თე­ლი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­ლის დე­დის, ტიშ სა­ი­რუ­სის ქმა­რი, მსა­ხი­ო­ბი დო­მი­ნიკ პარ­სე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ტი­შის შვილ­თან, მა­ი­ლის დას­თან, ნოა სა­ი­რუს­თან.

დო­მი­ნიკ პარ­სე­ლი, ტიშ სა­ი­რუ­სი და ნოა სა­ი­რუ­სი
  • ტიშ სა­ი­რუ­სი (მა­ი­ლის და ნოას დედა) და დო­მი­ნიკ პარ­სე­ლი 2023 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ქორ­წილს ტი­შის სხვა შვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნოა არ ეს­წრე­ბო­და. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­მი­ნიკ­სა და ნოას ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ­დე ჰქონ­დათ, სა­ნამ კაცი მის დე­დას გა­იც­ნობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტიშ­მა ამის შე­სა­ხებ იცო­და და შვი­ლი ქორ­წილ­ში სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზით არ და­პა­ტი­ჟა

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ამ­ბის შემ­დეგ, მა­ი­ლი დე­დას და­უ­პი­რის­პირ­და. თვლი­და, რომ ქალი არას­წო­რად მო­იქ­ცა.

ყვი­თე­ლი პრე­სის ცნო­ბით, 24 წლის ნო­ა­სა და 54 წლის დო­მე­ნიკ პარ­სელს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი ჰყავ­დათ, ისი­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა შემ­დეგ სე­რი­ალ "გაქ­ცე­ვის" ვარ­სკვლავ­მა ნოას დე­დას­თან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, მან 2023 წლის 18 აგ­ვის­ტოს ქალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა ხელი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა