"პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუ როგორ მიჰყავდა საბანში გახვეული ბრიტნი სპირსი სასწრაფოს" - მომღერლის ფსიქიკური მდგომარეობა კვლავ დამძიმდა? რას წერს მედია
ბრიტნი სპირსის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევს - ხუთშაბათს, პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუ როგორ მიჰყავდა საბანში გახვეული ფეხშიშველი ვარსკვლავი სასწრაფო დახმარების სამსახურს.
სპირსს მუხლებზე ნაკაწრები ჰქონდა და დაცვასთან და ყოფილ პარტნიორთან, პოლ რიჩარდ სოლიზთან ერთად იმყოფებოდა. სასტუმროს თანამშრომლების თქმით, მომღერალი სტუმრებს ჩაგრავდა და ემუქრებოდა.
ბრიტნიმ "ინსტაგრამზე" გაურკვეველი პოსტიც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მისი ორეული იყო გამოსახული.
"ფოტოებზე ორეულია გამოსახული და ეს ყველამ კარგად იცის. ახალი ამბები ყალბია. წუხელ კართან არალეგალურად გამოჩნდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ისინი არასდროს შემოსულან ჩემს ოთახში, მაგრამ თავს სრულიად შევიწროებულად ვგრძნობდი. გადავდივარ ბოსტონში" - წერს ბრიტნი.
შეგახსენებთ, ბრიტნი სპირსმა განსაკუთრებით დიდი პოპულარობას 90-იანი წლების დასასრულს და 2000-იანების დასაწყისში მოიპოვა, იგი იმ პერიოდში თინეიჯერების კერპად იქცა, რამაც მას "პოპ-პრინცესას" სტატუსი შესძინა.
2008 წელს ბრიტნი სპირსი კევინ ფედერლაინთან განშორების შემდეგ მოხვდა კლინიკაში. მას დაუდგინდა ბიპოლარული აშლილობა. მეურვედ დანიშნეს მამა - ჯეიმს სპირსი, რომელიც აკონტროლებდა შვილის ფინანსურ მდგომარეობას. ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმსს ნაწლავების სერიოზული დაავადება აქვს. ბრიტნი ძალიან ღელავდა მამის მდგომარეობაზე, ვერ გაუძლო და ნერვული აშლილობით ისევ მოხვდა საავადმყოფოში.
ადრე ამბობდნენ, რომ ბრიტნის მამა ნამდვილი ტირანი იყო, რომელიც აკონტროლებდა მის პირად ცხოვრებას, უკრძალავს გათხოვებას და ძალიან ბევრ რამეს. მოგვიანებით კი დედამისმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მისი შვილი საკუთარი სურვილით არ არის საავადმყოფოში. ამან კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები, რომ კვლავ მამა აკონტროლებს მის ცხოვრებას და სავარაუდოდ, მანვე გამოკეტა ფსიქიატრიულში.