ENews.Ge ახალი ამბები

ამერიკელმა ქალმა $2.5 მილიონიანი სახლი და ქონება თავის 7 კატას დაუტოვა



ფლორიდელმა ნენსი საუერმა 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი და ქონება თავის 7 კატას დაუტოვა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ქალი შარშან გარდაიცვალა. როგორც მან ანდერძით დაიბარა, მისი სპარსული ჯიშის კატები: კლეოპატრა, გოლდფინგერი, ლეო, მიდნაითი, ნაპოლეონი, სნოუბოლი და სქუიქი სახლში ერთად უნდა დარჩნენ, რადგან განშორება მათ დაამწუხრებს.

ანდერძის თანახმად, სახლის გაყიდვა არ შეიძლება მანამდე, სანამ 1 კატა მაინც ცოცხალი იქნება. გარდა ამისა, ქალმა კატებს ქონებაც დაუტოვა, რათა მათი კვების და მოვლის ხარჯები დაიფაროს.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, 6 თვის შემდეგ, ქონების საკითხებში მოსამართლემ დაადგინა, რომ კატები ისეთ ადგილას უნდა გადაიყვანონ, სადაც მათ უკეთესად მოუვლიან.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა