"ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას და ცნობილი რეპერის ყოფილ "ლავსთორზე"?
რუსული მედია, ცნობილ რუს რეპერ, გუფიზე წერს, რომელსაც ამ დღეებში 45 წელი შეუსრულდა. გუფი მრავალი წელი ებრძოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, რომელიც მოგვიანებით მისი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზად იქცა. რეპერს პერიოდულად ტანჯავს სეზონური დეპრესია, იტანჯება მანიაკალური-დეპრესიული ფსიქოზით და შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმით.
ამ პრობლემების ფონზე პირად ცხოვრებაში მუდმივად პრობლემები აქვს, რის გამოც, მას ნელ-ნელა შემოეცალნენ საყვარელი ადამიანები.
რატომ ვერ იხსნა გუფი ქეთი თოფურიამ?
მართალია, რეპერმა საყვარელ ქალ აიზას სიმღერა Ice Baby მიუძღვნა და საერთო შვილი შეეძინათ, 2014 წელს მათი ქორწინება დასრულდა. თავად რეპერმა აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა როგორც ორსულობისას, ასევე მის შემდეგ. საბოლოოდ, ქალი დაიღალა მუდმივი ღალატით და ქმარს გაშორდა. ამ დროისთვის რეპერმა ქეთი თოფურია მოხიბლა, რომელიც იმ დროს, ლევ გეიხმანთან განქორწინებას მალავდა.
თავიდან ისინი რომანს საიდუმლოდ ტოვებდნენ, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა პაპარაცულად გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა, რომ წყვილი ერთად ისვენებდა. ზღაპარი დასრულდა, და ამაში ისევ გუფი იყო დამნაშავე, რადგან მან ვერ შეძლო ნარკოტიკზე დამოკიდებულების დაძლევა და ქეთას იანა შევცოვასთან ღალატობდა.
- "ამ ისტორიას გვერდს ვუვლი, ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა. მან შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ მაინც ისეთი დარჩა. ის არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა,“ - აღიარა მოგვიანებით A'Studio-ს სოლისტმა.
გუფი მძიმედ განიცდიდა ქეთისთან დაშორებას, ამბობდა, რომ მანამდე ის არავის მიუტოვებია. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა გაუარესდა, და დეპრესიაში ჩავარდნილი მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობის დროს, A'Studio-ს სიმღერების მოსმენაზე ტიროდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული, მოდელი ლესია ფაკი გამოჩნდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა.
ამის შემდეგ, გუფის პირად ცხოვრებაში სრული გაუგებრობა დაიწყო. კიდევ ერთი ახალი სიყვარულის, იულია კარალიოვას გამოჩენის ფონზე ყოფილ მეუღლეს, აიზას შეურიგდა, თუმცა მალე ისევ მიატოვა და იულიას დაუბრუნდა. ამ დროს ყოფილმა ცოლმა ქმართან მინაწერები გამოაქვეყნა, სადაც გუფი აღიარებდა, რომ იულია არ უყვარდა.
სკანდალების მიუხედავად, ოქტომბერში 2021 წელს იულიამ გუფიზე იქორწინა და წყვილს შვილი შეეძინათ.
2023 წლის მარტში, ქალების დღე, რეპერმა ისევ ყოფილ მეუღლეს მიულოცა. მალე რუსულ მედიაში გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი იულია და გუფი ქუჩაში ჩხუბობდნენ. მოგვიანებით წყვილმა კაბადოკიაში იმოგზაურა, მაგრამ ამან მათი ქორწინება ვერ გადაარჩინა.
რეპერი ამბობდა, რომ მასზე ყოფილი ცოლები ბავშვებით მანიპულირებდნენ და საქმე სასამართლომდე მივიდა. გუფი მეორე ცოლს ღალატში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ისინი მუდმივად ითხოვდნენ ფულს.
რუსული მედია წერს, რომ გუფის ერთნაირი ქალები იზიდავს და აიზას, ქეთას და იულიას მსგავსებაზე ხშირად წერენ.