ENews.Ge ახალი ამბები

"ჩვენს ქორწილში არანაირი ალკოჰოლი არ იყო..." - რას ჰყვება ქართველი ქალი სუდანელ მეუღლეზე, მათ ადათ-წესებსა და ჩინეთში ცხოვრებაზე

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი და მათი კულ­ტუ­რა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ჩემი მე­უღ­ლე - ხა­ლიდ სუ­ლე­ი­მა­ნი იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი პი­როვ­ნე­ბაა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში არ გვქო­ნია რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბა" - ამ­ბობს სა­ლო­მე შუ­ბი­თი­ძე, რო­მე­ლიც სუ­და­ნელ მა­მა­კაც­ზეა გა­თხო­ვი­ლი... სა­ლო­მე თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე, სუ­დან­ზე, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვი­ამ­ბობს...

- სა­ლო­მე, თუ არ ვცდე­ბი, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ხართ, ვინც სუ­და­ნელ მა­მა­კაც­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი

- დიახ, გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, მეც არ გა­მი­გია სუ­და­ნელ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სხვა ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ...

- გვი­ამ­ბეთ თქვენ­ზე, სად და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლამ­დე...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში. ვერ ვი­ტყვი, რომ სხვე­ბის­გან რა­მით გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, პირ­ვე­ლი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი(ვარ) და შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შვო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი ნე­ბივ­რო­ბა­ში გა­ვა­ტა­რე. ეს ჩემი ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ებ­შიც კარ­გად ჩანს...

6 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი და რომ და­ი­ბა­და, მერე ცოტა აი­რია ცხოვ­რე­ბა და გაგ­ვი­ჭირ­და , მაგ­რამ მა­შინ ალ­ბათ ყვე­ლა ასე იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ეზო(უბა­ნი) გვქონ­და, უამ­რა­ვი ჩემი თა­ნა­ტო­ლით და ეს სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლია ჩემი ბავ­შვო­ბი­დან. ერ­თად უამ­რა­ვი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა და­ვაგ­რო­ვეთ მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა. ცოტა ხნის წინ ერთ ფო­ტოს წა­ვა­წყდი ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შვო­ბა­ზე “ალ­ბათ ერთ დღეს ყვე­ლა ბო­ლო­ჯერ ავე­დით სახ­ლში, და არა­ვინ იცო­და რომ ეს ბოლო იყო” თუ რა­ღაც მსგავ­სი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ეს სხვა­ნა­ი­რად მოხ­და: 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ და მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ვიც­ვა­ლე, შე­სა­ბა­მი­სად ჩემი ბავ­შვო­ბაც, ნა­წი­ლობ­რივ მგო­ნია, რომ იქ დამ­თავ­რდა. სკო­ლა 17 წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე ექ­სტერ­ნად, 28 გა­მოც­და გვქონ­და ჯამ­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი.იმ პე­რი­ოდ­ში დედა იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი ჩემ­ზე და ჩემს დაზე. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ სწავ­ლა ვერ გა­ვაგ­რძე­ლე და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში, კონ­სულ­ტან­ტი ვი­ყა­ვი.

ხელ­ფა­სი 15 ლარი რომ ამე­ღო, 2 დღე უნდა მე­მუ­შა­ვა, რად­გან დღე­ში 7 ლარი იყო. ალ­ბათ ახლა სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ტკბი­ლი იყო ის ჩემი მო­პო­ვე­ბუ­ლი „ხელ­ფა­სი”. მახ­სოვს, ჩემი კლა­სი სკო­ლი­დან მი­დი­ო­და ყაზ­ბეგ­ში და მინ­დო­და ჩემი დაც ჩემ­თან ერ­თად წა­მეყ­ვა­ნა, ჰოდა ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვაგ­რო­ვებ­დი ამ ხელ­ფა­სით ექ­სკურ­სი­ის თან­ხას. ეს სამ­სა­ხუ­რი რომ დავ­ტო­ვე, მერე ლილო მოლ­ში და­ვი­წყე ფეხ­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა. ეს ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ყინ­ვა­ში მი­წევ­და ფაქ­ტობ­რი­ვად ქუ­ჩა­ში დგო­მა, თუმ­ცა ამა­საც გა­ვუ­ძე­ლი. მერე იყო "ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტი, სა­დაც წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი ვი­მუ­შა­ვე და ჩემი ცხოვ­რე­ბის ორი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. 2016 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე ვი­მუ­შა­ვე იქ და შემ­დეგ უკვე ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად ჩი­ნეთ­ში წა­მო­ვე­დი. ამა­ზე ბლო­გიც მაქვს და­წე­რი­ლი... ჩი­ნეთ­ში ვმუ­შა­ობ­დი ბარ­შიც და ქარ­თულ რეს­ტო­რან­შიც. ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო იმი­ტომ, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­ვად­გენ­დი...

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რო­გორ აგე­წყოთ?

- ჩემი მე­უღ­ლე 2016 წელს გა­ვი­ცა­ნი, მას შემ­დეგ ერ­თად ვართ, 2019 წელს ვი­ქორ­წი­ნეთ. ახლა ორი შვი­ლი გვყავს და მე მათ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს აღე­ბუ­ლი დღის მან­ძილ­ზე. მე­უღ­ლე მუ­შა­ობს ჩვე­ნი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ივუ­ში 2018 წელს და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ. ექ­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი და მათი კულ­ტუ­რა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ჩემი მე­უღ­ლე იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი პი­როვ­ნე­ბაა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში არ გვქო­ნია რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბა. სუ­დან­ში ჩას­ვლი­სას კი, იმ­დე­ნად აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ქორ­წი­ლის სამ­ზა­დი­სით, დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რა­დღე­ბას არ ვა­მახ­ვი­ლებ­დი. თუმ­ცა ცხა­დია, არის რა­ღა­ცე­ბი, რაც არ მომ­წონს მათ ტრა­დი­ცი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, როცა სტუმ­რად მივ­დი­ო­დით, ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ცალ-ცალ­კე ვვახ­შმობ­დით. მე კი ეს ძა­ლი­ან მსტრე­სავდა. ჩემი ქმა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თა­დერ­თი იყო იქ, ვი­საც ვიც­ნობ­დი, ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან მი­ჭირ­და და არ მომ­წონ­და. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უზო­მოდ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან კარ­გად შემ­ხვდნენ, როცა ჩა­ვე­დით. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი, რო­გორც "უცხო­ე­ლი რძა­ლი”...

სუ­და­ნი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა აღმშე­ნებ­ლო­ბით, გან­ვი­თა­რე­ბით და ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით. თუმ­ცა რე­სურ­სე­ბით საკ­მა­ოდ მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. სამ­წუ­ხა­როდ, ქუ­ჩა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ბავ­შვია. ხალ­ხი სა­ოც­რად სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და კე­თი­ლია. სტუმ­რის მი­სა­ღე­ბად სულ მზად არი­ან ოჯახ­ში. ჩემს ქორ­წი­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღით ადრე ჩა­ვე­დით, იქა­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი ზედ­მი­წევ­ნით ვერ და­ვი­ცა­ვით, ვი­ნა­ი­დან ჩემი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი იქ არ იყო, თუმ­ცა ის რაც წე­სით ჩემს, (გო­გოს) ოჯახ­ში უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ჩემი მე­უღ­ლის (მუ­ლის) ოჯახ­ში გა­კეთ­და. სტუმ­რე­ბის­თვის ჩემ­მა მულ­მა ჩვენს ჩას­ვლამ­დე გა­მო­ა­ცხო ტრა­დი­ცი­უ­ლი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე(ქორ­წი­ლამ­დე) მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლე­ბი... გა­მუდ­მე­ბით ჰქონ­დათ კი­თხვე­ბი ჩემ­თან, ალ­ბათ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უცხო­ე­ლი ვი­ყა­ვი.

ამან ცოტა დამ­სტრე­სა, თით­ქოს პი­რა­დი სივ­რცე და­მირ­ღვია, მაგ­რამ მედგრად ვი­დე­ქი. ქორ­წი­ლი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლის­გან, არა­ნა­ი­რი ალ­კოჰო­ლი და ქე­ი­ფი დი­ლის 4 სა­ა­თამ­დე. ქორ­წი­ლის მთა­ვა­რი და გა­ნუყ­რე­ლი ტრა­დი­ცი­აა ხნის ცე­რე­მო­ნია. არა მხო­ლოდ პა­ტარ­ძა­ლი, არა­მედ სი­ძეც შე­ფე­რი­ლია ხნით ხე­ლის თი­თებ­ზე. ქორ­წილ­ში სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლია საკ­ვე­ბი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი. ხოლო სიძე პა­ტარ­ძა­ლი, სა­ვარ­ძელ­ზე სხე­დან, სა­დაც სტუმ­რე­ბი მი­დი­ან და ულო­ცა­ვენ. ჩვე­ნი ქორ­წი­ლი რომ დას­რულ­და, მე და ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან გვში­ო­და, რად­გან მთე­ლი დღე ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და ყვე­ლა სტუმ­რის წას­ვლის შემ­დეგ, ერთ-ერთ მა­გი­დას­თან გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვით. მა­შინ მი­თხრა, სუ­და­ნე­ლი პა­ტარ­ძლე­ბი ისე იპ­რან­ჭე­ბი­ან და ინა­ზე­ბი­ან, ამას არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და , ამი­ტო­მაც მიყ­ვარ­ხარ და დავ­ქორ­წინ­დი შენ­ზეო.

- დედა და თქვე­ნი და რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს სუ­დან­ში გა­თხო­ვე­ბას?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, 2016 წელს წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მას შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში ვცხოვ­რობ. სუ­დან­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ, თითო თვით ვარ ნამ­ყო­ფი... სი­შო­რე კი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, თა­ვის­თა­ვად. ჩვენ სამ­ნი, მე დედა და ჩემი და გა­ნუყ­რე­ლად სულ ერ­თად ვი­ყა­ვით იქამ­დე, სა­ნამ წა­მო­ვი­დო­დი. თუმ­ცა მათ­თვის ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- გვი­ამ­ბეთ თქვენს შვი­ლებ­ზე...

- რო­გორც გი­თხა­რით, ორი შვი­ლი მყავს , გო­გო­ნა - სარა 5 წლის ხდე­ბა, ბიჭი - ნოა კი 2 წლი­საა. დედა ჩი­ნეთ­ში გავ­ხდი, ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის და ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე. მხო­ლოდ მე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვით და არა­ვინ სხვა, სარა და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის იყო, რომ ისე­დაც უცხო ქვე­ყა­ნა­ში, მას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და მე­გო­ბა­რი, ასე რომ, და­ი­ბა­და ნოა. მი­უ­ხე­და­ვად მათი რუ­ტი­ნუ­ლი ჩხუ­ბე­ბი­სა, ვიცი, რომ ერ­თმა­ნე­თის არ­სე­ბო­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ამას თა­ვა­დაც გა­ი­აზ­რე­ბენ მალე. სა­რას თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­და ზო­გა­დად სა­უბ­რის და­წყე­ბა, რად­გან ოთხი ენა ეს­მის ყო­ველ­დღი­უ­რად. ახლა ცოტა ქარ­თუ­ლა­დაც იცის სი­ტყვე­ბი. ნოას ბევ­რად გა­უ­მარ­ტივ­და, უკვე სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად, ეს­მის ქარ­თუ­ლად სი­ტყვე­ბი და ასე­ვე ამ­ბობს. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს სი­ტყვა ხინ­კა­ლი და მიყ­ვარ­ხარ... ლეღვს რომ და­ი­ნა­ხავს, ხინ­კა­ლიო ამ­ბობს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი გა­მომ­წე­რი გყავთ, ხში­რად არის ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი?

- რაც შე­ე­ხე­ბა აგ­რე­სი­ას, ამას ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებ. საკ­მა­რი­სია რამე ვი­დეო ან პოს­ტი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გა­ვი­დეს, მა­შინ­ვე ვი­ღებ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თი ჯაბ­ნის. მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვკი­თხავ­დი აგ­რე­სი­ით სავ­სე ადა­მი­ა­ნებს, ბედ­ნი­ე­რი ხართ? ასე რომ იყოს, სხვი­სი ლან­ძღვის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გა­გიჩ­ნდე­ბო­დათ. მე არ ვარ პრო­ვო­კა­ტო­რი, ინ­ტრი­გა­ნი ადა­მი­ა­ნი რომ ვინ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვიწ­ვიო. უწყი­ნარ პოს­ტებ­ზეც კი, მო­დი­ან და მლან­ძღა­ვენ. თუმ­ცა ამას მი­ვეჩ­ვიე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა