ENews.Ge ახალი ამბები

"მამიდაჩემი გაოცებული იყო, რა უქენიო? განსაკუთრებული აზარტია" - თეონა აქუბარდიას "ეკლიანი" სიყვარული



"კაქ­ტუსს რაც უნდა თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტი ჰქონ­დეს, ეკ­ლი­ა­ნი იყოს და უშ­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ყვა­ვი­ლო­ბის დროს ულა­მა­ზე­სია. ამი­ტომ მისი მოვ­ლა იმ ერ­თდღი­ა­ნი ყვა­ვი­ლის­თვის ნამ­დვი­ლად ღირს", - ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია. ის ახლა არა პო­ლი­ტი­კა­ზე, არა­მედ საყ­ვა­რელ გა­ტა­ცე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა. მოყ­ვა­რუ­ლი მეყ­ვა­ვი­ლეა, თუმ­ცა მას­თან სა­უბ­რი­სას ხვდე­ბი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნალ მემ­ცე­ნა­რეს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

- ჩემს პა­ტა­რა­ო­ბა­ში სახ­ლში დე­დას ბევ­რი ყვა­ვი­ლი არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ლურ­ჯი ია, ჩემი და­ბა­დე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, შინ ფან­ჯრის რა­ფა­ზე გვქონ­და. დედა უვ­ლი­და, ფოთ­ლებს მეც ვუ­წ­მენ­დდი, წყალს ვუს­ხამ­დი. შემ­დეგ სახ­ლში ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და და­ვინ­ტე­რეს­დი... მერე ბო­ტა­ნი­კას რომ ვსწავ­ლობ­დი, ამ სა­გან­მა ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა. ჩემს ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელს მცე­ნა­რე­ე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ქოთ­ნის ყვა­ვი­ლი ბევ­რი გვქონ­და კლას­ში. გვიყ­ვე­ბო­და, ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში რო­გორ უნდა მოგ­ვევ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის.. მოკ­ლედ, ისე და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ ბო­ტა­ნი­კის ტურ­ში, ოლიმ­პი­ა­და­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე.

სა­ნამ 90-ია­ნე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ერთხანს მინ­დო­და ბო­ტა­ნი­კო­სი გავმხდა­რი­ყა­ვი, 90-ია­ნებ­ში კი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის გვერ­დით პა­ტა­რა ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია გა­იხ­სნა, სა­დაც უცხო­ე­თი­დან კაქ­ტუ­სე­ბი შე­მოჰ­ქონ­დათ, ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით... ფულს ვაგ­რო­ვებ­დი, რომ კაქ­ტუ­სე­ბი მე­ყი­და. თვე­ში ერთხელ მივ­დი­ო­დი და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით თითო ჯი­შის კაქ­ტუ­სი მომ­ქონ­და. ასე 120 კაქ­ტუ­სის ქო­თა­ნი და­ვაგ­რო­ვე.

- გვა­რი­ა­ნი კო­ლექ­ცია შე­გიქ­მნი­ათ...

- სახ­ლში ამ ქოთ­ნე­ბის გამო ყვე­ლას გავ­ლა უჭირ­და. კაქ­ტუ­სებ­ზე, მათი მოვ­ლის წე­სებ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დი... იმ­ხა­ნად ასე­თი ცრურ­წმე­ნა იყო, რა­საც ბე­ბია მახ­სე­ნებ­და - გა­სა­თხო­ვა­რი გო­გოს სახ­ლში კაქ­ტუ­სი კარ­გი ნი­შა­ნი არ არის, ვერ გა­თხოვ­დე­ბაო. არა­და, 19 წლი­სა გავ­თხოვ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რეა, თავ­დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­სტინ­ქტი აქვს. ერთი კაქ­ტუ­სი მქონ­და, ბუ­სუსო­ვა­ნი, რომ­ლის ეკ­ლე­ბი მორ­წყვის დროს აქეთ-იქით იყ­რე­ბო­და. მერე იმ ეკ­ლებს პინ­ცე­ტით ვი­ღებ­დი. დიდი უხა­სი­ა­თო ვინ­მე იყო, მაგ­რამ ულა­მა­ზე­სი ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­და... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა