ENews.Ge ახალი ამბები

ცხენზე ამხედრებული ნეფე-პატარძალი და ისტორიული ქორწილი ხადას ხეობაში - ვინ არის წყვილი, რომელთა ვიდეოს სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა



"თუკი რამე ქორ­წი­ლი ყო­ფი­ლა, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოა", "ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გაქვთ, ყო­ჩაღ თქვენ!" - ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოყ­ვა გი­ორ­გი როს­ტი­აშ­ვი­ლის და გვან­ცა წოწ­კო­ლა­უ­რის ქორ­წი­ლის კად­რებს, სა­დაც ჩანს რომ სიძე, პა­ტარ­ძა­ლი და მაყ­რი­ო­ნი ცხე­ნებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მი­ე­მარ­თე­ბი­ან ხა­დას ხე­ო­ბა­ში...

გი­ორ­გი როს­ტი­აშ­ვილს თა­ვად გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ შეძ­ლო ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ე­ხა­დათ...

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, ყო­ველ­თვის მინ­დო­და დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი წი­ნაპ­რის მხა­რე­ში, სა­ი­და­ნაც როს­ტი­აშ­ვი­ლე­ბის გვა­რი მო­დის. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­მე­ძი­ე­ბი­ნა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ამის­თვის და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ავის­რუ­ლე ოც­ნე­ბა. ავა­შე­ნე მცი­რე ზო­მის კო­ტე­ჯი და და­ო­ჯა­ხე­ბაც და ჯვრის­წე­რაც აქ გა­დავ­წყვი­ტე ქარ­თულ-ტრა­დი­ცი­ულ სტილ­ში.

- თქვე­ნი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ რომ გვი­თხრათ...

- მე­უღ­ლე გვან­ცა წოწ­კო­ლა­უ­რია ფშა­ვი­დან არის, სო­ფელ კა­წალ­ხე­ვი­დან, გვან­ცაც თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით... პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ცა­ნი გვარ­მა მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა და ვკი­თხე სა­ი­დან იყო წარ­მო­შო­ბით, აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი და­ახ­ლო­ე­ბა.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ ორი­ვეს გვიყ­ვარს მთა, სადა და უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბის წესი, მთის ტრა­დი­ცი­ე­ბი, გა­დავ­წყვი­ტეთ ეს დღეც მთას­თან დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­მოს­ში, ცხე­ნე­ბით ავ­სუ­ლი­ყა­ვით ჯვრის და­სა­წე­რად. ამ ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვა­ში მე­გობ­რე­ბი დაგ­ვეხ­მარ­ნენ. 2009 წლი­დან ვარ ხრი­დო­ლის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი და ხრი­დო­ლი­ო­ნე­ბის და სხვა მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მო­ვი­და ზუს­ტად ისე­თი დღე, რო­გო­რიც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, ამას ელო­დით?

- არა, ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით..


წყარო: ამბები.გე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა