ENews.Ge ახალი ამბები

"კანონიერი ქურდის" მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" მოდელი მეუღლე წერს, რომ იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად - როგორც ირკვევა წყვილი ახალ ქვეყანაში სახლს იშენებს

ბოლო დროს, იტა­ლია ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რელ ქვეყ­ნად იქცა. სა­ქარ­თვე­ლო ჯერ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ და­ტო­ვა და შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ლან­ში გა­და­ვი­და, ახლა კი მო­დელ­მა ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ იტა­ლი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სახ­ლს იშე­ნებს და უკვე წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია რაც ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

"წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია, რაც აღარ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბას, ზოგ­ჯერ გან­წყო­ბა არ მაქვს, ხა­ნაც ბევ­რი საქ­მე მაქვს. დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა და დრო­ის ფაქ­ტო­რის შერ­წყმა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. და კი­დევ, არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. და კი­დევ, ცოტა პი­რა­დი სივ­რცე ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია“ - წერს ნი­ნი­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მომ­წე­რებს."

2022 წლის მარ­ტში მო­დე­ლი დედა გახ­და, ბა­თუ­მელ კა­ნო­ნი­ერ ქურდ მინ­დია გო­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ლა­ვა­ს­ოღ­ლის­გან" გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას ბა­თუმ­ში აგ­რძე­ლებ­და.

პირ­ვე­ლი სა­ერ­თო ფოტო ქმარ­თან ერ­თად შვი­ლის შე­ძე­ნი­დან ორი წლის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბოლო დროს ის ძვე­ლე­ბუ­რად აღარ აქ­ტი­უ­რობ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ჩან­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო შვილ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, რომ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ოჯა­ხის მი­ზე­ზით მოხ­და. ახლა წყვი­ლის ბინა რე­მონ­ტშია და გა­დას­ვლის შემ­დეგ კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნას აპი­რე­ბენ. ნა­ცა­რიშ­ვი­ლი ქა­ლაქს არ აკონ­კრე­ტებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ მათი სახ­ლი იტა­ლი­ა­შია.

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

2018 წლის ივ­ლის­ში ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში“, ჯგუ­ფუ­რად გა­მო­ძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა­ში და და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. 2019 წლის აპ­რილ­ში კი ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა“ და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მუხ­ლე­ბით და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

"ლა­ვა­ს­ოღ­ლი" 2021 წელს უკ­რა­ი­ნა­შიც და­ა­კა­ვეს და ოდე­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სტრა­დი­რე­ბას ელო­დე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ცი­ხეს მა­ში­ნაც და­აღ­წია თავი.

ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი მარ­ცხე­ნა ხე­ლის არა­თით­ზე Ruby Queen-ს ბე­ჭედს ატა­რებს. 18-კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს სამ­კა­უ­ლის ფასი, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტე­ბით არის გა­წყო­ბი­ლი 236 340 დო­ლა­რი ღირს.

ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­თან ჩაშ­ლი­ლი ნიშ­ნო­ბით გა­იც­ნო.

ნა­ცა­რიშ­ვი­ლი უკვე იტა­ლი­ი­დან გა­მომ­წე­რებს წერს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ამას ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დი­და.

"რთუ­ლი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ზო­გა­დი ნათ­ქვა­მია. მქო­ნია, რო­გორ არა - ჭო­რე­ბი, გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რა­საც წინ უძღო­და ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტა­პე­ბი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი ამას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. მე ნაკ­ლე­ბად გან­ვიც­დი­დი. როცა უსა­მარ­თლოდ გექ­ცე­ვი­ან, ცხოვ­რე­ბა ბუ­მე­რან­გია, ამა­ში ნელ-ნელა ვრწმუნ­დე­ბი.

მშობ­ლე­ბი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ყვე­ლა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი კარ­გად მყავს“, - წერს ნა­ცა­რიშ­ვი­ლი.

წყარო: ამბები.გე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა