ENews.Ge ახალი ამბები

რომელ საათამდე იმუშავებს მეტრო აღდგომის ღამეს? - დაინიშნება ავტობუსების დამატებითი მარშრუტები: თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს



ღ­დგო­მის ღა­მეს, თბი­ლი­სის მეტ­რო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დრო­ით იმოძ­რა­ვებს, 5-6 მა­ისს კი ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მარ­შრუ­ტე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­თა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, მეტ­რო 5 მა­ი­სის 04:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს, 4 მა­ი­სის 23:00 სა­ა­თი­დან კი მი­წის­ქვე­შა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა.

"გარ­და ამი­სა, 5-6 მა­ისს და­წეს­დე­ბა ავ­ტო­ბუ­სის ცხრა დრო­ე­ბი­თი მარ­შრუ­ტი. ავ­ტო­ბუ­სე­ბი მგზავ­რებს 08:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე მუ­ხათ­გვერ­დის, ვაშ­ლი­ჯვრის, კუ­კი­ის, ახა­ლი კუ­კი­ის, მა­ხ­ა­თას, სა­ბურ­თა­ლოს, ღრმა­ღე­ლის, ვე­ლი­სა და ვარ­კე­თი­ლის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნენ.

ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის - "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი“, "დე­ლი­სი“, "სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, "ვარ­კე­თი­ლი“, ასე­ვე, "დი­დუ­ბის“ ზედა და ქვე­და გა­სას­ვლე­ლი­დან; სად­გუ­რის მო­ედ­ნი­დან ("თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის“ პირ­და­პირ); ბე­სა­რი­ონ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩი­დან; ვარ­კე­თი­ლის III მა­სი­ვი­დან, კერ­ძოდ, შუ­ამ­თი­სა და აბაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თი­დან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა