“პრაიმ ჰაუსის” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გათხოვდა – ცნობილია მისი ქმრის ვინაობა
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა.
– მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?
– კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა…













