ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული კაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს – სად მოხდა უბედური შემთხვევა?
სამტრედიაში დაკარგული მწყემსი, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში იპოვეს. მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.












