ENews.Ge ახალი ამბები

ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია: რა დადგინდა



ვარ­კე­თილ­ში ცო­ლის, ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, შე­რა­ცხა­დია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და დას­კვნაც გა­ცე­მუ­ლია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში შე­რა­ცხა­დი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი დღეს და­უმ­ძიმ­დეს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ვარ­კე­თილ­ში გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლი, ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მოკ­ლა. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. კავ­ლე­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლეს და­ნით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა