ENews.Ge ახალი ამბები

მომღერალს, რომელიც "ჯეოსტარში" დაიწუნეს, მსოფლიო კონკურსების შემდეგ, "ევროვიზიაზე" გასვლა სურს - თათია კობალაძის ისტორია

ევ­რო­ვი­ზი­ის 2025 წელს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 15 მა­ისს იმ­ღე­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის ვინ წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის მომ­ღერ­ლებს სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ.

მათ შო­რის არის თა­თია კო­ბა­ლა­ძეც, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ კონ­კურ­სზე და­ი­წუ­ნეს, მაგ­რამ ის უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობს სხვა ქვეყ­ნის კონ­კურ­სებ­ში.

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, ევ­რო­ვი­ზი­ის გა­ნა­ცხა­დამ­დე 14 ლა­ი­ვი ჰქონ­და ყა­ზა­ხე­თის “ორ ვარ­სკვლავ­ში“, სა­დაც მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი იქამ­დე არ ყო­ფი­ლა, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ვარ­სკვლა­ვად წა­რედ­გი­ნათ. 16 წყვილ­ში თა­თია ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში იგ­რძნო თავი ცუ­დად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო-ყა­ზა­ხე­თი დაფ­რი­ნავ­და.

ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ დი­აგ­ნოზ­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის გზა­სა და იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ახლა გა­დის ევ­რო­ვი­ზი­ამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე...

- შე­მოდ­გო­მა­ზე ყა­ზა­ხურ “ორ ვარ­სკვლავ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ხში­რად მი­წევ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან სა­კუ­თარ თავს უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი შე­ვა­ტყვე, რა­საც გა­დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად არ მე­ძი­ნა კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში, სამი თვე სულ დავფრი­ნავ­დი, რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. არ­სე­ბო­ბენ, კონ­კურ­სის მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი, მე კონ­კურ­სის მომ­ღე­რა­ლი ვარ. ერთ დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და, ფრე­ნი­სას იყო კი­დევ ასე­თი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში, გაფ­რე­ნამ­დე ცუ­დად გავ­ხდი. რე­ი­სი გა­ჩერ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რე­ნა ამიკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მა­შინ ფი­ნა­ლი მქონ­და ყა­ზა­ხეთ­ში და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ რომ ჩავფრინ­დი, უკვე კარ­გად ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე რომ ამ სიმპტო­მებს ყუ­რა­დღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი.

ფი­ნა­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, გარ­შე­მო ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან თეთ­რი ფერი მქონ­და, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძლი­ე­რი ხვე­ლა და­მე­წყო. ახ­ლობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დნენ ექიმ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან შე­საძ­ლოა ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა მქო­ნო­და.

- და მხო­ლოდ ხვე­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ მიხ­ვე­დით ექიმ­თან?

- დიახ, ვი­ფიქ­რე, რომ ხვე­ლას სიმ­ღე­რა­ში ხელი რომ არ შე­ე­შა­ლა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ექიმ­მა მი­თხრა, თა­თია, თქვენ სხვა პრობ­ლე­მა გაქვთ, ბრონ­ქე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­სო. მერე და­ი­წყო და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის სე­რია. ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი კვლე­ვებ­ზე. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო მემ­ღე­რა. სა­ერ­თოდ, რაც არ მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, იცო­დეთ, რომ ბოლო დღემ­დე ვიმ­ღე­რებ. ეს არის ჩემი სი­ცო­ცხლის აზრი.

იქ რა დი­აგ­ნო­ზი და­გის­ვეს?

- სა­უ­ბა­რია ყე­ლი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს სიმ­სივ­ნე­ზე, ეს ბოლო, სტამ­ბულ­ში გა­ირ­კვა. თა­ვი­დან იშ­ვი­ა­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის სიმ­სივ­ნეს ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ­ლის­გან გან­კურ­ნე­ბაც რთუ­ლია, და ამ შემ­თხვე­ვა­შიც დი­დია ალ­ბა­თო­ბა რომ უკან მობ­რუნ­დეს. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია და­მი­ნიშ­ნეს. იქ შეს­ვლამ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ რო­გორც კი გა­მო­ვი­დო­დი სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, ბრძო­ლას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის. მა­შინ ჯერ კი­დევ არა­ვინ იცო­და, რომ სიმ­ღე­რა გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და. ოპე­რა­ცია კარ­გად დას­რულ­და, ახლა მკურ­ნა­ლო­ბას გავ­დი­ვარ და იმე­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.


მინ­და, რომ მქონ­დეს შან­სი „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­ვი­დე, სხვა­ნა­ი­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვარ, ისე უნდა ვიმ­ღე­რო, თით­ქოს ეს იყოს ბოლო. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი, რომ ისე­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ჩემს სამ­შობ­ლოს რომ ჩემ­მა ქვე­ყა­ნა­მაც მა­ღი­ა­როს რო­გორც ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და ჩემ­მა შვი­ლებ­მაც ია­მა­ყონ ჩე­მით.

- სიმ­ღე­რა რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- რო­დე­საც სიმ­ღე­რა მინ­და, პირ­და­პირ მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ვწერ. ის სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ტო­რია, მისი სიმ­ღე­რე­ბი გულ­ში და ძარ­ღვში გა­ივ­ლის ხოლ­მე. ზუს­ტად ვიცი, მა­ი­კოს სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა ის სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც „ევ­რო­ვი­ზი­ას“ მო­ი­გებს და თა­თი­აც ძა­ლი­ან მაგ­რად შე­ას­რუ­ლებს.

- თა­თია, თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- 16 წლის ბიჭი მყავს და გო­გო­ნა მალე 12 წლის გახ­დე­ბა. სიმ­ღე­რა და შვი­ლე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ცოტა მკაც­რი ვარ მათ­თან, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ ჩე­მით. გო­გო­ნას სიმ­ღე­რა უნდა, ვა­პი­რებთ პე­და­გოგ­თან მი­ვიყ­ვა­ნოთ. ასე­ვე მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მე­ზღვა­უ­რია და წლე­ბია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. მე და ავთო პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით რომ და­ვო­ჯახ­დით, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. იცის, რომ სიმ­ღე­რის გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლებ, სა­ნამ მი­ზანს არ მი­ვაღ­წევ არ გავ­ჩერ­დე­ბი.

ოჯა­ხი არ გე­უბ­ნე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, არ გა­რის­კო კი­დევ ერთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- არა, ჩემი ოჯა­ხი მხარს მი­ჭერს, იცი­ან, რომ მა­ინც არ გავ­ჩერ­დე­ბი. სიმ­სივ­ნე არ არის გა­ნა­ჩე­ნი, ის, რომ მე სიმ­სივ­ნე მაქვს და ორი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ლო­გინ­ში უნდა ვიწ­ვე და არა­ფე­რი ვა­კე­თო. ზუს­ტად მა­გის დამ­ტკი­ცე­ბას ვცდი­ლობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გან­წყო­ბა­ზე. მე თუ ისეთ გან­წყო­ბას შე­მიქ­მნი­ან, რომ ავად­მყო­ფი ვარ და უნდა ვიწ­ვე და არა­ფე­რი ვა­კე­თო, ეს უფრო და­მან­გრევს, ვიდ­რე ის, რომ მე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გა­ვი­დე.

- რა ეტაპ­ზეა ახლა თქვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი.

- სიმ­სივ­ნე ამომ­კვე­თეს, ახლა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, თურ­ქეთ­ში უნდა ჩა­ვი­დე, რომ შე­ა­მოწ­მონ ნამ­დვი­ლად და­ექ­ვემ­დე­ბა­რა თუ არა მკურ­ნა­ლო­ბას. ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი ვარ, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მიმ­ყავს. იმ­დე­ნი კონ­კუ­რი მაქვს მოვ­ლი­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი იქს ფაქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს იქს ფაქ­ტო­რი, თურ­ქე­თის ვო­ი­სი, ყა­ზა­ხე­თის ვო­ი­სი, თურ­ქის­ტა­ნის ვო­ი­სი... მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­კურ­სზე ვარ ნამ­ყო­ფი და არ უნდა მქონ­დეს, რომ ამ­ბი­ცია „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ გა­ვი­დე?

მძი­მე სა­ნა­ხა­ვია ის ვი­დეო, რო­დე­საც “ჯე­ოს­ტა­რის“ შე­სარ­ჩევ ტურ­ში და­გი­წუ­ნეს. “შვი­ლი გყავს 11 თვის, ოჯა­ხი გყავს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში გაქვს, სიმ­ღე­რა გინ­და, მაგ­რამ მო­ნა­ცე­მი არ გაქვს“ - გი­თხრა მა­შინ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ. რამ­დე­ნად მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნე უარი?

რამ­დე­ნი­მე ხანი დეპ­რე­სია მქონ­და, მაგ­რამ რო­გორც კი და­ი­წყო შემ­დე­გი სე­ზო­ნის კას­ტინ­გე­ბი, ნუ­ცას სკო­ლა, ჯე­ოს­ტა­რი, ნი­ჭი­ე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი, ყველ­გან დავ­დი­ო­დი, არ­ცერ­თი კონ­კურ­სი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. ბო­ლოს უკვე ვი­ფიქ­რე, რომ რა­ღაც ისე ვერ იყო, რად­გან ყველ­გან უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ.

ამის შემ­დეგ ვცა­დე ბედი უცხო­ურ კონ­კურ­სებ­ში, “უკ­რა­ი­ნის ვო­ის­ში“ კას­ტინგზე ფეხ­ზე წა­მო­მიდ­გნენ გა­და­სუ­ლი ხარო, სწო­რედ ამი­ტომ ავ­ტირ­დი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში. 2010-2015-მდე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა კას­ტინგზე მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ არა­ვინ მი­კავ­შირ­დე­ბო­და. რად­გან ერთხელ უკვე მი­თხრეს, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი არ მქონ­და, სხვე­ბი არც მის­მენ­დნენ.

წყარო: primetime.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა