ENews.Ge ახალი ამბები

ფოთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ფოთში მომხდარი ავარიის  შედეგად სამი პირი დაშავდა. შემთხვევა ხობის ქუჩაზე მოხდა.  

ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა