ENews.Ge ახალი ამბები

"მან გენეტიკური ტესტი გაიკეთა და..." - ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა ოჯახის შოკისმომგვრელი საიდუმლო გაამხილეს: რა ხდება ცნობილი სუპერმოდელების ნახევარდაზე



სუ­პერ­მო­დელ­მა დებ­მა, ჯიჯი და ბელა ჰადი­დებ­მა სა­ი­დუმ­ლო გა­ამ­ხი­ლეს - მათი გან­ცხა­დე­ბით, ჰყავთ ნა­ხე­ვარ­და, 23 წლის აი­დან ნიქ­სი.

მო­დე­ლებ­მა ნა­ხე­ვარ­დის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც წე­რია, რომ აი­და­ნი ჰა­დი­დე­ბის მა­მას, მო­ჰა­მედ ჰა­დიდს ტერი ჰე­ტფილდ და­ნის­გან, მცი­რეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ შე­ე­ძი­ნა.

"20 წელ­ზე მეტი ხნის წინ, ჩვენს მა­მას ხან­მოკ­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რა­საც მისი პარტნი­ო­რის ორ­სუ­ლო­ბა მოჰ­ყვა. აი­და­ნი ფლო­რი­და­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. გო­გო­ნა გა­ზარ­და დე­დის პარტნი­ორ­მა მა­მა­კაც­მა. აი­დანს კი სჯე­რო­და, რომ სწო­რედ ის მა­მა­კა­ცი იყო მისი მამა. აი­და­ნის გამ­ზრდე­ლი მამა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა გო­გო­ნა 19 წლის იყო", - აცხა­დე­ბენ ჯიჯი და ბელა.


ერთ დღე­საც გო­გო­ნამ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და პა­სუ­ხი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა - გა­ირ­კვა, რომ კაცი, რო­მე­ლიც ზრდი­და, მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ იყო.

და-ძმა: ჯიჯი, ბელა და ან­ვარ ჰა­დი­დე­ბი


ჯიჯი და ბელა ამ­ბო­ბენ, რომ აი­და­ნის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით, ორი წლის წინ გა­ი­გეს. პირ­ვე­ლად 2023 წლის ბო­ლოს და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც აი­და­ნი პა­რიზ­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. დები ჰა­დი­დე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამის შემ­დეგ აი­დან­მა დრო გა­ა­ტა­რა მთე­ლი ოჯა­ხის გვერ­დით, მათ შო­რის 78 წლის მო­ჰა­მედ­თან, ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას­თან. ბელა და ჯიჯი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ხე­ვარ­დას სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდნენ.

"ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი ოჯა­ხის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ლა­მა­ზი ახა­ლი წევ­რი. ჩვენ, და-ძმებს ერ­თმა­ნეთ­თან ღია და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სა­უ­ბა­რი გვქონ­და, მათ შო­რის ვი­სა­უბ­რეთ აი­დან­თან თუ რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ის. აი­დანს და მის ოჯახს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვა სურს და ჩვენ ამას სრუ­ლად პა­ტივს ვცემთ და სხვებ­საც ვთხოვთ იგი­ვე გა­ა­კე­თონ, პა­ტი­ვი სცენ მის უფ­ლე­ბას და სურ­ვილს დარ­ჩეს ანო­ნი­მუ­რად", - აცხა­დე­ბენ ჯიჯი და ბელა ჰა­დი­დე­ბი.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ჰა­მედ ჰა­დი­დი ისე და­შორ­და პარტნი­ორს, რომ არ იცო­და მისი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ტყო რომ შვი­ლი ჰყავ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­ჰა­მედ­მა მას ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა არ გა­უ­წია. ამ­ჟა­მად კი მამა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა გულ­წრფე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა.

ჯიჯი და ბელა ჰა­დი­დე­ბი


ჯი­ჯის და ბე­ლას ასე­ვე ჰყავთ ძმა, 25 წლის ან­ვარ ჰა­დი­დი. ჯი­ჯიც, ბე­ლაც და ან­ვა­რიც მო­ჰა­მედ ჰა­დიდს იო­ლან­დას­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მო­ჰა­მედს ასე­ვე ჰყავს კი­დევ ორი შვი­ლი მერი ბატ­ლერ­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან - 44 წლის მა­რი­ე­ლი და 39 წლის ალა­ნა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა