ENews.Ge ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების ღირებულება ბევრად აღემატება სომხეთისას - რა ღირს წამყვანი ფეხბურთელები როგორც ერთ, ისე მეორე გუნდში?

28-11-2024, 18:11
2 191
საქართველოს ნაკრების ღირებულება ბევრად აღემატება სომხეთისას - რა ღირს წამყვანი ფეხბურთელები როგორც ერთ, ისე მეორე გუნდში?


რო­გორც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, ერთა ლი­გის B ჯგუფ­ში დარ­ჩე­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე სომ­ხე­თი იქ­ნე­ბა. პლეი-ოფე­ბის წი­ლისყრა შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ნი­ონ­ში გა­ი­მარ­თა.

პირ­ვე­ლი მატ­ჩი სომ­ხეთ­ში 2025 წლის 20 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა, გან­მე­ო­რე­ბითს კი სა­ქარ­თვე­ლო 23 მარტს უმას­პინ­ძლებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ალექ­სან­დრ პეტ­რა­კო­ვი სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი­დან ა.წ. ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს და­ი­თხო­ვეს. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ერთა ლი­გის მე­ო­თხე ტურ­ში სომ­ხეთ­მა სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე 0:2 წა­ა­გო ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რებ­თან.
პეტ­რა­კო­ვი სომ­ხე­თის ნაკ­რებს 2023 წლის იან­ვრი­დან ედგა სა­თა­ვე­ში. 67 წლის სპე­ცი­ა­ლის­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გუნ­დმა 18 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ოთხი მო­ი­გო, ოთხი ფრედ და­ას­რუ­ლა და 10 წა­ა­გო.

სომ­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა არ­მენ ნი­ქო­ღო­სი­ან­მა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე Fast Sports-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"...შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ კან­დი­დატ­თა სი­ა­ში ლე­გენ­და­რუ­ლი რა­უ­ლიც გვყავს."ნოას" მთა­ვარ მწვრთნელ რუი მო­ტა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი ტყუ­ი­ლია", - თქვა ნი­ქო­ღო­სი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის ჯა­მურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ტრანსფერ­მარ­კტის მი­ხედ­ვით - გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ტრანსფერ­მარ­კტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 178.10 მი­ლი­ო­ნი ევ­როა, ხოლო სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 42.15 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლე­ბი მო­თა­მა­შე "ნა­პო­ლის" გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა (80 მი­ლი­ო­ნი ევრო).

სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კი "კრას­ნო­და­რის" შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ედუ­არდ ედუ­რარდ სპერ­ცი­ა­ნია (20 მი­ლი­ო­ნი ევრო).

შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ველ მატჩში ჩვენს ეროვ­ნულ გუნდს დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გუ­რამ კა­შია და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ვერ და­ეხ­მა­რე­ბი­ან....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა