17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავიაროთ, გვაფრთხილებს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი
მეგობრებო, 17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავიაროთ. როგორც გლობალურად (პოლიტიკურ თუ სხვა სფეროში), ასევე ინდივიდუალურად, შეიძლება დიდი და მტკივნეული ძვრების განხორციელდეს.
- ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.
- ფრთხილად საჭესთან.
- მენტალური სახის პრობლემები მწვავდება, ამიტომ არ გირჩევთ ალკოჰოლისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებას.
- მოუფრთხილდით გულს-სისხლძარღვთა სისტემას და ამ დღეებში ნუ დაგეგმავთ ოპერაციებს.
- ტექნიკური საშუალებების გადაწვის და აფეთქების ალბათობა დიდია.
- მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს.
- ფრთხილად იარაღთან და ფეთქებად საშუალებებთან.
- მოუფრთხილდით თქვენს თავს და საყვარელ ადამიანებს, სიმშვიდისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის გამოიყენეთ მცენარეების ძალა და არომათერაპია.












