სამყარო ახალ რეალობაში გადაგვიყვანს: ნახეთ, ვისთვის იწყება 12-წლიანი იღბლის ციკლი 30 ივნისიდან
ივნისის ბოლო და ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, დინამიკური და აქტიური პერიოდია. ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზით, ჩვენ ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კოსმოსური მოვლენის თანხვედრას გავივლით, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიტანს.
ამ პერიოდის მთავარი ასტროლოგიური ამინდი ოთხი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება:
მარსისა და ურანის მძაფრი შეერთება ტყუპებში (4-14 ივლისი): ეს არის მოულოდნელი ცვლილებების, გეგმების სწრაფი ტრანსფორმაციისა და იდეების გიჟური ნაკადის დრო. ასპექტი მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს მგზავრობისას, ელექტროენერგიასთან და ტექნიკასთან, ასევე ემოციების კონტროლს ცხარე დებატებისა და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ამ პერიოდში მკაცრად რეკომენდებულია გეგმური ოპერაციების გადადება.
რეტროგრადული მერკური (30 ივნისი – 23 ივლისი): კოსმოსი წარსულის გადახედვის, ძველი საქმეების დასრულებისა და შეცდომების გამოსწორების შანსს გვაძლევს. კომუნიკაციაში მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებასა და მსხვილ შენაძენებს სჯობს დროებით მოერიდოთ.
სავსემთვარეობა თხის რქაში: ეს ფაზა პირდაპირ უკავშირდება კარიერულ მიზნებს, პასუხისმგებლობებსა და ხარჯების ოპტიმიზაციას. დროა დავინახოთ კონკრეტული შედეგები და გავთავისუფლდეთ ზედმეტი ტვირთისგან.
იუპიტერის გრანდიოზული გადასვლა ლომის ნიშანში (30 ივნისიდან): წარმატებისა და მასშტაბების მომტანი პლანეტა ლომში ინდივიდუალიზმის, შემოქმედებითი აფეთქებისა და ახალი, ქარიზმატული ლიდერების გამოჩენის წინაპირობაა. მსოფლიო დონეზე მოსალოდნელია მსხვილი საკადრო ცვლილებები მედიასა და პოლიტიკაში, თუმცა პლუტონთან დაძაბული ასპექტის გამო, ეგოსა და ამპარტავნების გამოვლენა ამჯერად ცუდ ტონად ჩაითვლება.
ეს არის დრო, როდესაც სამყარო გადარჩენის რეჟიმიდან განვითარებისა და თვითრეალიზაციის ეტაპზე გადაგვიყვანს.
გთავაზობთ დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის - გაიგეთ, ცხოვრების რომელ სფეროში გელოდებათ წარმატება და სად გმართებთ მეტი სიფრთხილის გამოჩენა:
ვერძი:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-5-ე სახლში. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და შემოქმედებით პერიოდად ითვლება. ეს ტრანზიტი ორ ცეცხლოვანი სტიქიის ნიშანი, უკავშირდება სიყვარულს, შემოქმედებას, შვილებს, ჰობისა და თვითგამოხატვის სფეროებს და ყველაზე სასიამოვნო და ნაყოფიერი ტრანზიტია. იუპიტერის ენერგია, რომელიც გაფართოების, ზრდისა და შესაძლებლობების მომტანია, თქვენს ნიშანს ჰარმონიულად ერწყმის.
მისი ძირითადი თემებია:
სიყვარული და რომანტიკა - ახალი ნაცნობები, ურთიერთობების გაღრმავება და მეტი სიხარული პირად ცხოვრებაში. თუ მარტო ხართ, შეიძლება საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს. თუ ურთიერთობაში ხართ, მეტი სითბო და საერთო ბედნიერი გამოცდილებებია მოსალოდნელი.
შემოქმედება და თვითგამოხატვა – კარგი პერიოდია ახალი პროექტების, ხელოვნების, ბიზნეს-იდეების ან ნებისმიერი საქმიანობისთვის, სადაც საკუთარი ნიჭის წარმოჩენა გსურთ.
ბავშვები – თუ შვილები გყავთ, მათთან დაკავშირებული სასიხარულო მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ზოგისთვის ეს ტრანზიტი ბავშვის გაჩენის ან ოჯახის გაფართოების თემასაც ააქტიურებს.
ფინანსური შესაძლებლობების ზრდა – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი თქვენს შემოქმედებით საქმიანობას, ჰობს ან საკუთარ ბიზნესს უკავშირდება.
თავდაჯერებულობა – იუპიტერი ლომში ხშირად აძლიერებს ლიდერულ თვისებებს, ოპტიმიზმსა და სურვილს, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოთ.
არსებობს უარყოფითი რისკების განვითარების ალბათობაც, რადგან იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს:
ზედმეტი თავდაჯერებულობა, დაუფიქრებელი რისკები, ფულის უხვად ხარჯვა, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.
კურო:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე- 4-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ყურადღებას ამახვილებს სახლის, ოჯახის, ფესვებისა და შინაგანი სტაბილურობის თემებზე.
მისი ძირითადი თემებია თქვენთვის:
საცხოვრებელთან დაკავშირებული ცვლილებები – ახალი სახლის შეძენა, რემონტი, საცხოვრებლის გაფართოება ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
ოჯახური ურთიერთობების გაძლიერება – ოჯახში მეტი მხარდაჭერა, შერიგება ან მნიშვნელოვანი ოჯახური მოვლენები;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობები – ხელსაყრელი პერიოდი ყიდვა-გაყიდვის, ინვესტიციის ან მემკვიდრეობის საკითხებისთვის დასალაგებლად;
შინაგანი სიმშვიდის პოვნა – შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, მეტი დრო გაატაროთ სახლში, შექმნათ კომფორტი და ემოციური უსაფრთხოება.
რას უნდა ერიდოთ: ზედმეტ ხარჯებს სახლსა და რემონტზე; ოჯახურ საკითხებში გადაჭარბებულ მოლოდინებს; უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდ ან ფინანსურად მძიმე ვალდებულებების აღებას.
რაც შეეხება კარიერას, იუპიტერი ასევე ააქტიურებს ბალანსს სახლსა და კარიერას შორის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ, სად და როგორ გსურთ ცხოვრება ან მუშაობა.
რაც შეეხება პირადს, ეს ტრანზიტი სიყვარულზე პირდაპირ არ არის ორიენტირებული, თუმცა მას შეუძლია დადებითი განვითარება მოგიტანოთ არსებული ურთიერთობების, მაგალითად: ოჯახის შექმნის ან ერთად ცხოვრების კუთხით.
ტყუპები:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე- 3-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ააქტიურებს ისეთ თემებს, რაც უკავშირდება ძირითადად სწავლას, კომუნიკაციებს, გადაადგილებასა და ახალი კავშირების გაფართოებას. ეს ერთი წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და პროდუქტიული პერიოდი იქნება.
მისი მთავარი თემებია:
სწავლა და ცოდნის გაფართოება - ხელსაყრელი დროა ახალი პროფესიის, ენის, კურსების ან უნარების შესასწავლად;
კომუნიკაციები – გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა, ახალი ნაცნობები, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. თქვენი სიტყვა უფრო ფასეული და გავლენიანი გახდება.
მოკლე მოგზაურობები – მოსალოდნელია უფრო ხშირი გადაადგილებები, მივლინებები ან მოგზაურობები ახლო მანძილებზე.
წერა, მედია და სოციალური ქსელები – კარგი პერიოდია ბლოგის, წიგნის, პოდკასტის, კონტენტის შექმნის ან საკუთარი იდეების ფართო აუდიტორიამდე მისატანად.
და-ძმებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობა – შესაძლოა ურთიერთობები გაუმჯობესდეს ან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენები განვითარდეს ამ მიმართულებით.
კარიერული კუთხით - თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია გაყიდვებთან, მარკეტინგთან, განათლებასთან, მედიასთან, ჟურნალისტიკასთან ან მოლაპარაკებებთან, ამ ტრანზიტმა შეიძლება ახალი შესაძლებლობები მოგიტანოთ.
ფინანსური თვალსაზრისით - მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, კომუნიკაციების უნარზე ან ინფორმაციის გაზიარებაზე.
უარყოფითი რისკები - იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ და ერიდეთ: ზედმეტ დაპირებებს; ერთდროულად ძალიან ბევრი საქმის დაწყებას; ინფორმაციის გადატვირთვას ან გაფანტულობას.
კირჩხიბი:
იუპიტერის ტრანზიტი თქვენს მე- 2-ე სახლში ხვდება და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ფინანსების, პირადი რესურსების, თვითშეფასებისა და მატერიალური სტაბილურობის სფეროებს ააქტიურებს. ასეთი პერიოდი ასოცირდება ახალ შესაძლებლობებთან, რომელიც გაზრდის უსაფრთხოების განცდას და მატერიალურ კეთილდღეობას.
მისი ძირითადი ტენდენციებია: ფინანსური ზრდა – შესაძლოა გაიზარდოს თქვენი შემოსავალი ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის ხარჯზე;
საკუთარი ნიჭის და ახალი რესურსების აღმოჩენის ფონზე, ადვილად დაინახავთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე და როგორ შეძლებთ მათი გამოყენებით მოიზიდოთ მეტი ფინანსები;
კარიერული კუთხით – ხელსაყრელი პერიოდია მოითხოვოთ ხელფასის მატება, საკუთარი საქმის დაწყება ან იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე;
ასევე მოსალოდნელია გააკეთოთ ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნივთების, ტექნიკის, ავტომობილის ან სხვა ღირებული ქონების შენაძენი.
პიროვნული განვითარების კუთხით ეს ტრანზიტი ხშირად აძლიერებს: თავდაჯერებულობას; საკუთარი ფასეულობის შეგრძნებას; სურვილს, შექმნათ უფრო მყარი ფინანსური საფუძველი.
უარყოფითი რისკები კუთხით, ვინაიდან იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავიდან აირიდოთ: ზედმეტი ხარჯები; ძალიან ოპტიმისტური ფინანსური გეგმები; იმაზე მეტი ვალდებულების აღება, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, როდესაც საკუთარი თავისა და რესურსების მიმართ მეტი თავდაჯერებულობა ჩნდება, ეს ხშირად დადებითად აისახება პირად ურთიერთობებზეც. თუმცა ტრანზიტის მთავარი აქცენტი მაინც ფინანსურ და მატერიალურ სფეროებზეა.
ლომი:
ეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ტრანზიტია თქვენთვის, რადგან თქვენსავე ნიშანს გადის, რაც დაახლოებით 12 წელიწადში ერთხელ ხდება, ამიტომ ის ახალ ციკლს, ზრდას და გაფართოებას უკავშირდება.
პირველ რიგში მოგიტანთ პიროვნულ ზრდას: გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი; უფრო ადვილად მიიქცევთ ყურადღებას და შეძლებთ მოირგოთ ლიდერის როლი; იდეალური პერიოდია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
გელოდებათ კარიერული წარმატება და საზოგადოებრივი აღიარება:
შეიძლება გამოჩნდეს დაწინაურების, ახალი სამსახურის ან საკუთარი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა:
თქვენი შრომა უფრო შესამჩნევი გახდება, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.
პირადი ურთიერთობების კუთხით:
გაიზრდება მიმზიდველობა და სოციალური აქტიურობა; მარტოხელა ლომები შეძლებენ ახალი და მათთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაწყებას;
მათ ვისაც უკვე ჰყავს თავის მეორე ნახევარი, შეძლებენ შემოიტანონ მეტი სითბო, საერთო გეგმები და განვითარება არსებული ურთიერთობებში.
ფინანსური კუთხით:
მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა, განსაკუთრებით თუ გამოიყენებთ კარიერულ შესაძლებლობებს. ვინაიდან იუპიტერს ასევე შეუძლია ხარჯების გაზრდაც, უმჯობესი იქნება გააზრებულად მიიღოთ დიდი ფინანსური გადაწყვეტილებები.
ჯანმრთელობა და ენერგია:
ბევრი ლომი ამ პერიოდში ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის მატებას იგრძნობს. კარგი დროა ცხოვრების წესის გაუმჯობესებისა და ახალი ჩვევების დასამკვიდრებლად.
უარყოფითი რისკების თვალსაზრისით, ვინაიდან იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ: გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას; ზედმეტ დაპირებებს; საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებას; ფუფუნებასა და არაგეგმიურ ხარჯებს.
თუ დაბადების რუკაში იუპიტერსა და სხვა პლანეტებთან რთული ასპექტები არ არის, ეს ტრანზიტი ხშირად ახალი 12-წლიანი განვითარების ციკლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დასაწყისად მიიჩნევა.
ქალწული:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-12-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ხშირად უკავშირდება დასრულებას, შინაგან ზრდას, განტვირთვას და ახალი ეტაპისთვის მომზადებას.
მისი ძირითადი თემებია:
შინაგანი განვითარება – შეიძლება გაჩნდეს სურვილი, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, გაანალიზოთ წარსული და გაათავისუფლოთ არა საჭირო ადამიანებისა და გარემოებებისგან;
გეხსნებათ ფარული შესაძლებლობები – შესაძლებელია მიაღწიოთ წარმატებას "კულისებიდან": მოსალოდნელია არა აფიშირებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, დახმარების მიღება ან მოულოდნელი მხარდაჭერა გავლენიანი ადამიანებისგან.
ინტუიცია და სულიერი სფერო – შესაძლოა გაიზრდოს თქვენი ინტერესი ფსიქოლოგიის, სულიერი პრაქტიკების, თვითშემეცნების მიმართ.
იდეალური პერიოდია გასული 3 წლის შემდგომ მოიკრიბოთ და აღიდგინოთ ძალები.
კარიერული თვალსაზრისით - ამ პერიოდს უფრო თამამად ვუწოდოთ მოსამზადებელი ეტაპი, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებასა და ახალი მიმართულებებისთვის საფუძვლის შექმნას.
ურთიერთობების კუთხით - კარგი იქნება თუ გადახედავთ ძველ ემოციებს, გაიაზრებთ წარსულ ურთიერთობებს და გააძლიერებთ ისეთი კავშირებს, სადაც არსებობს ნდობა და სიღრმე.
უარყოფითი რისკების კუთხით, იუპიტერის ტრანზიტი შეიძლება გამოვლინდეს, როგორც: ზედმეტი იზოლაცია საზოგადოებისგან; ყველაფრის მარტო გაკეთების სურვილი; ენერგიის გაფანტვა. შემდეგ, როდესაც იუპიტერი გადავა ქალწულში, რაც მოხდება 2027 წლის ივლისში, თქვენთვის დაიწყება ცხოვრების ახალი პირადი ციკლი, რაც საკუთარი თავის წარმოჩენას, ახალ საწყისებს და ზრდას მოგიტანთ.
სასწორი:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-11-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით, ძირითადად ააქტიურებს მეგობრობების, სოციალური წრის, მიზნებისა და მომავლის გეგმების სფეროს.
მისი ძირითადი გავლენები დაკავშირებულია: ახალი კავშირების და ნაცნობობების არსებობასთან, შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს მომავალში;
საზოგადოებრივი აქტიურობასთან, მოსალოდნელია მეტი მონაწილეობა ჯგუფებში, ღონისძიებებში, პროექტებში, სადაც უფრო მარტივად შეძლებთ თქვენი იდეების გაზიარებას; მოსალოდნელია მიზნების ზრდა და ძველი ოცნებების უფრო რეალისტურ გეგმებად გადაქცევა.
მიიღებთ მხარდაჭერას მეგობრების ან გავლენიანი ადამიანებისგან, იუპიტერი ხშირად ზრდის დახმარებისა და შესაძლებლობების თემას.
კარგი პერიოდია კოლექტიურ საქმიანობაში, ხელოვნებაში, მედიაში შემოქმედებით ან საზოგადოებრივ პროექტებში ჩასართავად.
პირად ურთიერთობებში - სოციალური წრის გაფართოებამ შეიძლება ახალი რომანტიკული შესაძლებლობებიც მოგიტანოთ და ზოგისთვის მეგობრობა უფრო ახლო კავშირში გადაიზარდოს.
შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი ფინანსური შესაძლებლობები კავშირების, თანამშრომლობისა და ჯგუფური საქმიანობის გზით.
იქიდან გამომდინარე, რომ იუპიტერი ზრდის ყველაფერს, ამიტომ საყურადღებო და გასათვალისწინებელია:
არ აიღოთ ძალიან ბევრი ვალდებულებები საკუთარ თავზე; სწორად შეაფასოთ და აღიქვათ თქვენი გარემოცვა; არ აჰყვეთ მხოლოდ პოპულარობის სურვილს;
ზოგადად ასეთი ტრანზიტი სასწორებისთვის, ხშირად ითვლება გაფართოების, ახალი ადამიანებისა და დიდი მიზნების მიღწევის პერიოდად.
მორიელი:
იუპიტერის ტრანზიტი ხვდება თქვენს მე-10-ე სახლში და ასტროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტია თქვენვის, რადგან ეს სექტორი მართავს კარიერის, სტატუსის, საზოგადოებრივი აღიარებისა და ცხოვრებისეული მიზნების სფეროს.
ამ პერიოდი მოსალოდნელია კარიერული წინსვლა: დაწინაურება ან ახალ, უფრო საპასუხისმგებლო პოზიციაზე გადასვლა; საკუთარი პროფესიული ავტორიტეტის ზრდა; ბიზნესის გაფართოება ან ახალი პროექტების დაწყება; თუ გეგმავთ სამსახურის შეცვლას გაქვთ შანსი იპოვოთ უფრო მეტად პრესტიჟული.
საზოგადოებრივი აღიარება:
უფრო ხშირად იქნებით ყურადღების ცენტრში; გაიზრდება თქვენი გავლენები და რეპუტაცია. თქვენი შრომა დაფასდება, როგორც ხელმძღვანელობის, ისე საზოგადოების მხრიდან.
ფინანსები: კარიერული ზრდა მოგიტანთ შემოსავლის მატებას;
რადგან იუპიტერი ზედმეტ ზრდის ოპტიმიზმსაც, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური გადაწყვეტილებების გააზრება.
პირადი ცხოვრება: თუ კარიერაზე დიდ დროს დახარჯავთ, შესაძლოა პირად ცხოვრებში დაირღვეს ბალანსი და მისი დაცვა გახდეს საჭირო;
ზოგიერთისთვის ეს პერიოდი პარტნიორის კარიერულ წარმატებასაც უკავშირდება.
აკონტროლეთ და მიაქციეთ ყურადღება: ნუ გახდებით ამპარტავანი, გამოამჟღავნებთ სიამაყეს ან ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს; მოერიდეთ ავტორიტეტებთან კონფლიქტს; ნუ აიღებთ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
მშვილდოსანი:
იუპიტერის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს მე-9-ე სახლს და ასტროლოგიური თვალსაზრისით (2026–2027) ერთ-ერთ ყველაზე ჰარმონიულ პერიოდად მიიჩნევა თქვენთვის. ტრადიციულ ასტროლოგიაში იუპიტერი მშვილდოსნის მმართველი პლანეტაა, ხოლო ლომი ცეცხლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ, ეს ტრანზიტი ხშირად ასოცირდება გაფართოებასთან, თავდაჯერებულობასთან და ახალი შესაძლებლობების გახსნასთან.
წინ გელოდებათ: ახალი ჰორიზონტები; შორეული მოგზაურობები; უცხოეთში სწავლა ან მუშაობა; საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება; უცხო ენების სწავლა;
ბიუროკრატიული თემების მოგვარება, სხვადასხვა სახის საბუთების, ან უცხოეთში ცხოვრების უფლებისა და პასპორტის აღება; ცხოვრების ხედვისა და მსოფლმხედველობის გაფართოება.
კარგი პერიოდია სწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის, კერძოდ: უმაღლესი განათლების მისაღებად; კვალიფიკაციის ასამაღლებლად; გამოცდების, დისერტაციების ან სერტიფიკატების წარმატებით ჩასაბარებლად; საკუთარი ცოდნის გაზიარებისთვის - ლექციებით, ტრენინგებით, წერით ან სწავლებით.
გაგეხსნებათ ახალი კარიერული შესაძლებლობები, რომლებიც დაკავშირებულია:
უცხოეთთან; განათლებასთან; სამართალთან; გამომცემლობებთან ან მედიასთან; ტურიზმსა და საერთაშორისო ბიზნესთან.
პირადი ურთიერთობები: შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს სხვა ქვეყნიდან ან განსხვავებული კულტურული გარემოდან; არსებულ ურთიერთობებში გაჩნდება საერთო მიზნები, მოგზაურობები და ერთობლივი განვითარება უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
ფინანსები: იუპიტერს შეუძლია ფინანსური ზრდის შესაძლებლობების მოტანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დაკავშირებულია განათლებასთან, საერთაშორისო საქმიანობასთან ან საკუთარი ცოდნის გამოყენებასთან.
მიაქციეთ ყურადღება და ერიდეთ: ზედმეტ ოპტიმიზმს; დაუფიქრებელ რისკებს;
ზედმეტ ხარჯებს; საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება. თუ ამ ენერგიას მიზანმიმართულად გამოიყენებთ, ტრანზიტი ძალიან პროდუქტიული იქნება თქვენთვის.
თხის რქა:
იუპიტერის ტრანზიტი ააქტიურებს თქვენს მე-8-ე სახლს და ასტროლოგიური თვალსაზრისით 2026–2027 წლები, თხის რქისთვის უფრო ღრმა შინაგან და ფინანსურ ცვლილებებს უკავშირდება. ტრადიციულ ასტროლოგიაში მე-8 სექტორი შეესაბამება - საერთო ფინანსებს, გარდაქმნას, ფსიქოლოგიური ზრდისა და კრიზისების გადალახვის სფეროს.
ფინანსური კუთხით ეს ტრანზიტი შეიძლება ხელს უწყობდეს: სესხის, იპოთეკის ან ფინანსური ვალდებულებების მოგვარებას; ინვესტიციების, დაზღვევის, მემკვიდრეობის ან პარტნიორის შემოსავლების ზრდას; ფინანსური მხარდაჭერის მიღებას სხვა ადამიანებისგან ან ინსტიტუტებისგან.
შინაგანი ტრანსფორმაცია უკავშირდება:
ძველი შიშების, ემოციური ტვირთისა და შეზღუდვებისგან გათავისუფლებას; ფსიქოლოგიური ან სულიერი განვითარების გაღრმავებას; ცხოვრების მიმართ უფრო ღრმა ხედვის ჩამოყალიბებას.
პირადი ურთიერთობების კუთხით: პარტნიორთან შეიძლება გაძლიერდეს ნდობა და ემოციური სიახლოვე; ურთიერთობები უფრო სერიოზულ და ღრმა ეტაპზე გადავიდეს; თუ ურთიერთობა არაჯანსაღ საფუძველზე დგას, შესაძლოა საჭირო გახდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება.
პირდაპირ კარიერულ წარმატებას ეს ტრანზიტი ნაკლებად ეხება, მაგრამ შესაძლოა:
გამოჩნდეს პარტნიორული პროექტები; მიიღოთ დაფინანსება ან რესურსები, რომლებიც თქვენს საქმიანობას გააძლიერებს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება: არ აიღოთ ზედმეტად დიდი ფინანსური ვალდებულებები; ფრთხილად შეაფასოთ ინვესტიციები და სარისკო გარიგებები; არ დაეყრდნოთ მხოლოდ ოპტიმისტურ მოლოდინებს.
თხის რქებისთვის, ეს ტრანზიტი ყოველთვის არ აისახება გარე ფაქტორებზე, მაგრამ ასეთ დროს, ხშირად ხდება მნიშვნელოვანი შინაგანი გარდაქმნები და ფინანსური სტრუქტურის გაძლიერება. ამ ენერგიების სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მომდევნო წლების უფრო სტაბილური განვითარების საფუძველი.
მერწყული:
იუპიტერის ტრანზიტი ააქტიურებს მე-7-ე სახლს და ასტროლოგიური თვალსაზრისით თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტია, რადგან, ეს სექტორი გულისხმობს - პარტნიორობას, ქორწინებას, კონტრაქტებისა და მნიშვნელოვანი თანამშრომლობების სფეროს.
პირად ურთიერთობებში ეს ტრანზიტი ხელს უწყობს: ახალი, მნიშვნელოვანი პარტნიორის გაცნობას; არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და ოფიციალურ ეტაპზე გადასვლას (ქორწინება, თანაცხოვრება); ურთიერთობებში მეტი ნდობისა და მხარდაჭერის გაჩენას.
თუ უკვე ხართ აქტიურ და ჯანსაღ ურთიერთობაში, იუპიტერი ასეთ კავშირებს უფრო მეტად გააძლიერებს და მოიტანს მათ პოზიტიურ განვითარებას, ხოლო თუ თქვენი ურთიერთობები უკვე დიდი ხანია პრობლემურია, ამ პერიოდში, ეს პრობლემები უფრო თვალსაჩინო გახდება და დაიწყებთ მათ მოგვარებაზე ზრუნვას.
საქმიანი პარტნიორობა:
ხელსაყრელი პერიოდია ახალი კონტრაქტებისა და თანამშრომლობებისთვის;
შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც კარიერულად ან ფინანსურად მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოგიტანთ; კარგია ეტაპია დაიწყოთ საქმიანი მოლაპარაკებები კლიენტებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან.
სამართლებრივი საკითხები:
თუ გაქვთ დაწყებული სასამართლო პროცესები, დაინტერესებული ხართ ხელშეკრულების გაფორმებით ან სხვა იურიდიული საკითხების მოგვარებით, იუპიტერი ხელსაყრელ გარემოებებს შეგიქმნით ამ ყველაფრისთვის.
კარიერა და წარმატება ხშირად მოდის არა მარტო საკუთარი ძალისხმევით, არამედ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაშიც ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ, კერძოდ:
სწორ პარტნიორებთან ურთიერთობით; გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით;
ერთობლივი პროექტებით. პიროვნული განვითარების ნაწილში ეს ტრანზიტი გასწავლით: თანამშრომლობას; კომპრომისს; სხვისი პერსპექტივების უკეთ გაგებას.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
ნუ აიღებთ დაუფიქრებელ დამატებით ვალდებულებებს; ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი და პირადი პარტნიორები; ნუ ელით, რომ ყველა შეთავაზება თანაბრად სასარგებლო იქნება.
მერწყულებისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაფართოების წელი. სწორად შერჩეული ადამიანები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ, როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე თქვენს პროფესიულ მომავალზე.
თევზები:
იუპიტერის ტრანზიტი გაააქტიურებს მე-6-ე სახლს, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით დაკავშირებულია ყოველდღიურ საქმიანობასთან, სამსახურთან, ჯანმრთელობასთან, ჩვევებთან და საკუთარი უნარების გაუმჯობესებასთან.
სამსახური და კარიერა:
შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური, დაწინაურდეთ ან გაფართოვდეს თქვენი მოვალეობები; გაიზარდოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; კარგი პერიოდია ახალი უნარების შესასწავლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; შესაძლოა ჩამოყალიბდეს უფრო ეფექტური სამუშაო გარემო.
ჯანმრთელობის კუთხით:
კარგი პერიოდია ახალი რეჟიმის დასაწყებად; სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ჩვევების ჩამოსაყალიბებლად; პროფილაქტიკური გამოკვლევებისა და ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ იუპიტერს ხშირად მოაქვს აღდგენისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ზედმეტობაც გამოიწვიოს (მაგალითად: მადის მატება, ჭარბი კვება ან გადატვირთვა).
ყოველდღიური რუტინა:
ყოველდღიური საქმეები შეიძლება უფრო ორგანიზებული და ნაყოფიერი გახადოთ. თქვენს გარემოცვაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან საქმეში ან სამუშაო პროცესებში; გაიზარდოს პასუხისმგებლობებიც, მაგრამ მათთან ერთად - განვითარების შანსებიც.
ფინანსური კუთხით მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა, განსაკუთრებით თუ ის დაკავშირებულია: ახალი სამსახურის დაწყებასთან; დამატებით საქმიანობასთან; პროფესიული უნარების გამოყენებასთან.
პირადი ურთიერთობები:
ეს ტრანზიტი ძირითადად ურთიერთობებზე არ არის ორიენტირებული, თუმცა სამსახურში ან ყოველდღიურ გარემოში შეიძლება ახალი მნიშვნელოვანი ნაცნობობა გაჩნდეს.
მიაქციეთ ყურადღება და ერიდეთ: საკუთარ თავზე იმაზე მეტ საქმეს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ გააკეთოთ; ყურადღება მიაქციეთ დასვენებისა და მუშაობის ბალანსს; ჯანმრთელობის გაუმჯობესების სურვილით ნუ გადავარდებით უკიდურესობებში.
თევზებისთვის ეს ტრანზიტი ხშირად არის პრაქტიკული წინსვლის, ყოველდღიური ცხოვრების მოწესრიგებისა და პროფესიული განვითარების პერიოდი, რომლის შედეგებიც დროთა განმავლობაში საკმაოდ მყარი და სასარგებლო აღმოჩნდება.
საერთო ჯამში, არსებული ტრანზიტებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკულად დატვირთული იქნება ივლისის პერიოდი, ამიტომ ეცადეთ განსაკუთრებით ფრთხილად გაიაროთ ეს თვე და აკონტროლოთ საკუთარი ემოციები, აგვისტოს დაბნელებების კორიდორი, რომელიც აქტიური იქნება 12:08-28:08 შეაჯამებს განვლილ მოვლენებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავიდეთ ახალ რეალობაში და აქტიურად გამოვიყენოთ იუპიტერის ენერგია!












