4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები იდეალურად განლაგდნენ — მშვენიერი შესაძლებლობა გეძლევათ რომანტიკული პაემნისთვის. ემოციურად საკმაოდ დაძაბული დღეა, ბევრი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდება, თუმცა ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედონ. ამ დღეს სამყაროსგან წამოსულ დადებით ენერგიას იგრძნობთ, რაც ახალ ძალასა და მეტის გამომუშავების სურვილს შეგძენთ. გირჩევთ, საღამოს შეიძლება სტუმრები სრულიად მოულოდნელად გეწვიონ. ცუდი განწყობის გამო, შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანებს აწყენინოთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კურო
ეცადეთ ეს დღე მშვიდ, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სიმყუდროვე და სიმშვიდე თქვენს ურთიერთობას უფრო გააღრმავებს. შუადღე მცირე საყოფაცხოვრებო საზრუნავს მოგიტანთ, თუმცა მასთან გამკლავებას საღამომდე ადვილად შეძლებთ. ეს პერიოდი თანაბრად კარგია როგორც სამუშაოდ, ისე დასასვენებლად: დაბრკოლებები არ გელით, უსიამოვნებები გვერდს აგივლით და ყველაფერი, რაც დაგეგმეთ, წარმატებით განხორციელდება. ვარსკვლავები მნიშვნელოვან მოვლენას გიწინასწარმეტყველებენ — ეს შთაგონების პერიოდია, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. წარმატება გელით მგზავრობაში, ახალი ცოდნის მიღებაში, კონკურსებსა და სპორტში. იზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე — დაისვენეთ, ივარჯიშეთ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
ტყუპები
მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და დაუვიწყარო მოგონებების შექმნისთვის. პარტნიორთან ურთიერთობა მეტისმეტად ემოციური იქნება, თუმცა გართობასა და სიამოვნებაზე ფიქრი რამდენიმე დღით უნდა გადადოთ და ხელმძღვანელობის დავალების შესრულებაზე იზრუნოთ. გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო შესაძლოა, სამომავლო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, თუმცა თუ პროფესიონალების რჩევას გაითვალისწინებთ, შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლებები აირიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ზედმეტად მიგაჩნიათ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე — სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებაშიც კი დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს სასიხარულო ამბები და უსიამოვნებები ერთმანეთს ენაცვლება, წარმატებას კი შესაძლოა მცირე მარცხი მოჰყვეს. მოვლენების დაჩქარებას ან უარყოფით ტენდენციებთან ბრძოლას აზრი არ აქვს — გარემოებები თქვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ, მით უმეტეს, რომ წარსულში მისგან დავალებული ხართ. მოქმედების დაწყებამდე კარგად დაფიქრდით — ეს ნაჩქარევი ნაბიჯებისა და დროის უქმად კარგვისგან დაგიცავთ. ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ფულის დაბანდებას და ძვირად ღირებულ შენაძენებს უნდა მოერიდოთ, რადგან ამან შეიძლება დიდი ზარალი მოგიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს — ეცადეთ ადრე დაწვეთ და ძალები აღიდგინოთ.
ლომი
ახალი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ სჯობს ყურადღება ოჯახურ საქმეებსა და ახლობლებს დაუთმოთ. რემონტსა და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს ნუ გადადებთ —ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ეს მოგიტანთ. ეცადეთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დრო სწორად გაანაწილოთ, თორემ საყვედურებს ვერ აიცილებთ. იღბალს ბრმად ნუ ენდობით. გახსოვდეთ, რომ ფულის სწორად განაწილება და პრიორიტეტების გონივრულად განსაზღვრა ფინანსური კეთილდღეობის საწინდარია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მენიუ ვიტამინებით გაამდიდრეთ — ეს რჩევა განსაკუთრებით ასაკოვან ლომებს ეხება.
ქალწული
თანამოაზრესთან შემთხვევითი შეხვედრა მტკიცე მეგობრობის დასაბამი გახდება. გამოიჩინეთ აქტიურობა იმ საკითხებში, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია მივლინება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ კარიერული წინსვლა გაგიადვილდებათ. ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ — მზად იყავით ამისთვის და ყველაფერს ერთბაშად ნუ დახარჯავთ. სჯობს თანხა მომგებიან საქმეში დააბანდოთ ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გადაინახოთ. პერსპექტიული დღეა პიროვნული და ფსიქოლოგიური ზრდისთვის. ეცადეთ, შეურიგდეთ ყველას, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
სასწორი
ნეპტუნისა და სატურნის განლაგება იუწყება, რომ დაძაბული დღე გელით, ამიტომ რთულ საქმეებს და მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ. შეგიძლიათ, დაასრულოთ საქმეები, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ — ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. თუ ინტუიციას ენდობით და შანსებს ხელიდან არ გაუშვებთ, სამსახურში შეიძლება მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ და ხელმძღვანელის შექება დაიმსახუროთ. გაუფრთხილდით ფულს და მოერიდეთ გაუაზრებელ ხარჯებს. ეცადეთ დილაობით ვარჯიშის ჩვევა გამოიმუშაოთ, რადგან თქვენს ორგანიზმს მეტი მოძრაობა სჭირდება.
მორიელი
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ბრძანდებით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მეორე ნახევრის პოვნას, რომელიც თქვენს ინტერესებს გაიზიარებს, ადვილად შეძლებთ. სჯობს სადავო თემებსა და პოლიტიკაზე საუბარს მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უთანხმოებას ვერ აირიდებთ. საქმიან სფეროში კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედეთ და ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ერიდეთ რისკს, რომლისკენაც შესაძლოა, საკუთარი ხასიათი გიბიძგებთ. მშვენიერი დროა მოგზაურობისა და მსხვილი კომერციული ოპერაციებისთვის. თქვენი ინიციატივა და პასუხისმგებლობა შეუმჩნეველი არ დარჩება, რაც აღიარებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
თქვენი სიკეთე და დამთმობი ხასიათი გარშემომყოფებს ძალიან ხიბლავს, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება თქვენი თვისებების თავის სასარგებლოდ გამოყენება სცადოს. თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობთ, ემოციები აკონტროლეთ — საყვედურები და ურთიერთბრალდებები შეთანხმებამდე ვერ მიგიყვანთ. პრობლემის მოგვარება მხოლოდ გულწრფელი საუბრითაა შესაძლებელი. ბევრ მშვილდოსანს მნიშვნელოვან საბუთებთან მუშაობა და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს. ნებისმიერი სიტუაციიდან სწორი დასკვნები გამოიტანეთ და შეცდომები არ გაიმეოროთ. ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე იფიქრეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას — უარი თქვით ცხიმიან და შემწვარ საკვებზე.
თხის რქა
ამ დღეს სჯობს, ცდუნებას აჰყვეთ, ვიდრე ემოციები შეიკავოთ — ეს განტვირთვასა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ვარსკვლავები მარტოხელა თხის რქებს ურჩევენ, რომ მცირე შვებულება აიღონ და დრო კარგ კამპანიაში გაატარონ. სავარაუდოდ, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე ყველა “ჰო” და “არა” აწონ-დაწონეთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი შეხვედრებისა და ფინანსური ხელშეკრულებების დადებისთვის — წარმატების შანსი მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხებში სისხლის მიმოქცევას, მოერიდეთ ფეხების გადატვირთვას და საჭიროების შემთხვევაში მასაჟისტს მიმართეთ.
მერწყული
სამუშაო დღე გულდასმით დაგეგმეთ, თორემ მოვალეობებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ საპასუხისმგებლო დავალება მოგანდოთ. „ქამრების შემოჭერა“ სასიამოვნო არ არის, თუმცა ხშირად ერთადერთი გამოსავალია. საღამოს განრიგი ისე შეადგინეთ, რომ ძილი არ დააფრთხოთ — დაძინებამდე დამამშვიდებელი ჩაი (მაგალითად, ბარამბო ან გვირილა თაფლით) დალიეთ, რაც ძილის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
თევზები
ბედისწერა შანსს გაძლევთ, შეცდომები გამოასწოროთ. ახალდაქორწინებულთათვის რთული პერიოდი იწყება — მოსალოდნელია ხასიათების განსხვავებით გამოწვეული უთანხმოებები. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ცვლილებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ენერგია დახარჯოთ საქმეზე, რომლის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებსა და დაუგეგმავ შენაძენებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.












