7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
უახლოეს მომავალში გული თავგადასავლებისკენ გაგიწევთ. გირჩევთ, ემოციური წონასწორობა შეინარჩუნოთ, რათა მოგვიანებით სინანულმა არ შეგაწუხოთ. მოსალოდნელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც ოჯახურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება. სამსახურებრივი ინიციატივები მომავალ კვირამდე გადადეთ — ახლა ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა. მოერიდეთ იმ ნივთების ყიდვას, რომლების გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გარკვეული თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადაინახოთ. მოერიდეთ მალფუჭებად და სწრაფი კვების პროდუქტებს — ამ პერიოდში კუჭ-ნაწლავის სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.
კურო
ის, რომ გარშემომყოფებისგან ოდნავ განსხვავდებით, უხერხულობის მიზეზი არ არის — დააფასეთ საკუთარი ინდივიდუალურობა. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, იმედი არ გაუცრუოთ და სამყარო კეთილ საქმეს აუცილებლად დაგიფასებთ. ეს დღე ხელსაყრელია ხელმძღვანელობასთან თუ გავლენიან მფარველებთან საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად – წარმატება თქვენს მხარესაა, თუმცა, შესაძლოა ფინანსურ დანაკარგებთან დაკავშირებულ სირთულეებსაც წააწყდეთ. მოერიდეთ მსხვილ ხარჯებს, რადგან ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია ხშირად ეწვიოთ სპორტულ დარბაზს, ღია ცის ქვეშ გატარებული დრო კი ჯერჯერობით შეამციროთ.
ტყუპები
მოემზადეთ სიურპრიზებისა და სიახლეებისთვის — საყვარელი ადამიანი თქვენს გაოცებას შეეცდება. მაქსიმალურად შეამცირეთ საყოფაცხოვრებო საქმეები. ახლა უმჯობესია, რომ საკუთარ ემოციებსა და ფიქრებს ჩაუღრმავდეთ, რადგან ბედისწერის მოულოდნელი შემობრუნებისთვის მზად უნდა იყოთ. საქმეები თანდათან დალაგდება, თუმცა ამჟამად უმჯობესია ზედმეტად მიმზიდველი წინადადებისგან თავი შეიკავოთ. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ილუზიებს რეალობად ნუ აღიქვამთ. ფინანსური საკითხების მოწესრიგებას მარტო ნუ შეეცდებით — პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. რუტინისა და დაღლილობის დასაძლევად გარემოს შეცვლა გჭირდებათ, თუმცა სანამ დასასვენებლად გაემგზავრებით, სტომატოლოგს ეწვიეთ, რომ ძველი პრობლემა მოაგვაროთ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ამჟამად ახალი ნაცნობობა არასასურველია. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ არსებობს ანგარებიანი და საეჭვო მიზნების მქონე ადამიანთან შეხვედრის საფრთხე. უახლოესი 24 საათის განმავლობაში მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას, რადგან ეს მხოლოდ გაღიზიანებას და თავის ტკივილს მოგიტანთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. საბუთზე ხელის მოწერამდე მის შინაარსს კარგად გაეცანით. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყიდლებისას, რადგან შეძენილი ნივთების ხარისხი იმედს გაგიცრუებთ. იზრუნეთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ეცადეთ მსუბუქ და ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ. კარგი იქნება თუ სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეათავსებთ და სამზარეულოში კულინარიულ ექსპერიმენტს მოაწყობთ.
ლომი
ამ დღეს შესანიშნავი განწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევით. გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაუთმოთ — საჩუქრებსა და თბილ სიტყვებს ნუ დაინანებთ. დღევანდელი დღე მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის ძალიან წარმატებულია — თქვენი რიტორიკული ნიჭი გარშემომყოფთა დარწმუნებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, მეგობრებმა შემოსავლის ახალ წყაროზე მიგითითონ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად წაადგება. მოერიდეთ ტელევიზორისა და რადიოს მოსმენას, რადგან უარყოფითი ინფორმაცია, გაღიზიანებისა და თავის ტკივილის გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია მსუბუქი დიეტისა და ვარჯიშის დასაწყებად. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, გირჩევთ ეს შანსი გამოიყენოთ.
ქალწული
სიყვარულში სრული სიმშვიდე და ჰარმონია გელით. უყვარხართ ადამიანს, რომელიც ჯერჯერობით გრძნობების გამხელას ვერ ბედავს, თუმცა მალე პირველი ნაბიჯის გადადგმას აპირებს. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებს უნებლიეთ აწყენინოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, მოუსმინეთ და სხვისი მოსაზრება გაითვალისწინეთ. საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ხელმძღვანელობასთან კამათი უშედეგო და უსარგებლო იქნება, ამიტომ დამშვიდდით და მუშაობა გააგრძელეთ. სრულიად შესაძლებელია, სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურების პერსპექტივა გაჩნდეს. თუ ბოლო დროს თავს მოდუნებულად და უხასიათოდ გრძნობთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიირთვით.
სასწორი
ყურადღების ცენტრში ხართ და უამრავი შეხვედრა გელით, თუმცა ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები ჯერჯერობით სიყვარულს ვერ იპოვიან. ადამიანმა, რომელსაც დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აკონტროლეთ თქვენი ემოციები – ზედმეტი გაცხარება დღეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. თუ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეები სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება. დღის მეორე ნახევრის დათმობა ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებული საკითხებისთვის მოგიწევთ. ნანახი სიზმარი პირუკუ განმარტეთ. კოლეგებთან „ერთ ტალღაზე“ ხართ, რის გამოც გუნდური მუშაობა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება. დროა, კალორიების თვლა დაიწყოთ, რადგან არსებობს წონის სწრაფი მატების რისკი.
მორიელი
შესაძლოა, სამსახურში კოლეგასთან ვნებიანი რომანი წამოიწყოთ, თუმცა ეს ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეჭვიანობის ნიადაგზე მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტი ახლობლებთან. დღეს სამუშაო ამოცანების გადაჭრისას შემოქმედებით მიდგომას გამოავლენთ, რისი შედეგიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მოერიდეთ თანხის სესხებას — ეს დღე უკვე არსებული კრედიტების დასაფარად უფრო შესაფერისია. მენიუს შედგენისას არჩევანი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებზე შეაჩერეთ, ხოლო საყიდლებისას ეტიკეტს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ დღის განმავლობაში შესაძლოა, პარტნიორთან იკამათოთ ან იჩხუბოთ კიდეც, თუმცა საღამოს აუცილებლად შერიგდებით. გამორიცხული არ არის, პირად ურთიერთობებში გარკვეულმა სირთულეებმა თავი იჩინოს. მოსაწყენი მოვალეობების შესრულება ან ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ეცადეთ, სამუშაო პროცესს მეტი ყურადღება დაუთმოთ — ამ პერიოდში სამსახურებრივი შემოწმებების ალბათობა მაღალია. ხელიდან ნუ გაუშვებთ მოგებიანი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას. საჭიროების შემთხვევაში, ახალ სამუშაოზე გადასვლაც გამართლებულია. ავტომობილის მართვისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თხის რქა
გასული დღის დადებითი ტენდენციები უახლოესი 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება. საყოფაცხოვრებო გარემო შედარებით არასტაბილურია — მოსალოდნელია ემოციური ცვალებადობა სიყვარულიდან აგრესიამდე. ასტროლოგები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან თქვენი ბობოქარი ემოციები პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ეს დღე საუკეთესოა მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად. შეგიძლიათ ასესხოთ ან ისესხოთ თანხა, ასევე ქველმოქმედებით დაკავდეთ. მოსალოდნელია, რომ ვინმემ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ ან მფარველობა შემოგთავაზოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — სწორი კვება და სრულფასოვანი ძილი თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.
მერწყული
გრძნობების განახლება ჰაერივით გესაჭიროებათ. თუ ოჯახური ვალდებულებებისგან თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ სასიყვარულო თავგადასავალი წამოიწყოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება აქამდე არნახულ ძალას მოგანიჭებთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა სწორად მიმართოთ. მერკური თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ბიზნესით დაკავებულ პირებს ასტროლოგები მსხვილ პროექტებში ინვესტირებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების მიღება გაჭირდება. საკუთარი თავისადმი უყურადღებობამ შეიძლება ენერგიის დაქვეითება გამოიწვიოს. როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, საქმეები გადადეთ და დაისვენეთ.
თევზები
მათ, ვინც მეორე ნახევარს აქტიურად ეძებს, ვარსკვლავები იმიჯის შეცვლას ურჩევენ. ასევე შეეცადეთ, ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ. პლანეტები გირჩევენ, ეს დღე მეგობრებთან და თანამოაზრეებთან საუბარში გაატაროთ — ინფორმაციის გაცვლა როგორც თქვენთვის, ისე მათთვის სასარგებლო იქნება. ხელსაყრელი პერიოდია სამუშაოს დასაგეგმად და კოლეგებს შორის მოვალეობების გასანაწილებლად. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან — თქვენი ყურადღება გაფანტულია, რის გამოც შესაძლოა პროდუქტის ნაკლი ან ხელოვნურად გაზრდილი ფასი გამოგეპაროთ. გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა უამრავ დაავადებას იწვევს, ამიტომ წვრილმანებზე ნუ გაღიზიანდებით.












