30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
უარყოფითი ემოციები არ დაანახვოთ. მიზნის მისაღწევად ეცადეთ ნელა და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. ნუ უარყოფთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც თქვენი მხარდაჭერა გსურს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და დაუფიქრებლად არაფერი დაიჯეროთ. გზებზე სიფრთხილეა საჭირო — ყურადღების მოდუნების გამო ავარიის ალბათობა იზრდება. ასევე მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.
მორიელი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვნებიანი რომანის გაბმის შესაძლებლობა მიეცემათ; მართალია, მას ხანგრძლივს ვერ უწოდებთ, სამაგიეროდ დროს შესანიშნავად გაატარებთ! პარტნიორის უსამართლო ქცევას მშვიდად შეხვდით — ადრე თუ გვიან შეცდომას თავად მიხვდება დაპატიებას გთხოვთ. თუ თქვენი საქმიანობა პოლიტიკას ან მეცნიერებას უკავშირდება, საზოგადოებაში თავს განსაკუთრებით პოპულარულად იგრძნობთ, მით უმეტეს, რომ სოციალური მუშაობა თქვენს ბუნებასთან ახლოსაა. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ეჭვიანობის შემოტევა ან ფინანსური უთანხმოება, თუმცა დრო გავა და ყველაფერი მოგვარდება. მტკიცე ჯანმრთელობა და საკუთარი წარმატების რწმენა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდეთ. ამ დღეს საკმარისი დრო გექნებათ სპორტისა და თავის მოწესრიგებისთვის — ეწვიეთ სტილისტს და გარდერობი განაახლეთ.
მშვილდოსანი
კონფლიქტების მიუხედავად, ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება საკმაოდ ჰარმონიული იქნება და შეძლებთ, პარტნიორს თავი ბედნიერად აგრძნობინოთ. გირჩევთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლების გამოც შეიძლება მომავალში ინანოთ. მერკურის ენერგეტიკა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ჰოროსკოპი ფინანსურად ხელსაყრელ დღეს გპირდებათ. ზოგი თქვენგანი მომავლის მყარი საძირკვლის ჩასაყრელად ხელსაყრელ შესაძლებლობას მიიღებს. მარტივად რომ ვთქვათ — რასაც დღეს დასთესთ, მომავალშიც იმას მოიმკით. ერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას: სატურნი მარსთან არახელსაყრელ ასპექტში შედის, რაც შეიძლება ტრავმების მიზეზი გახდეს.
თხის რქა
გირჩევთ გარშემო მყოფებს საკუთარი გრძნობები დაუმალოთ, თუნდაც ამის გაკეთება დროდადრო რთული იყოს — ირგვლივ ყოველთვის მოიძებნებიან შურიანები და არაკეთილმოსურნეები. დაიცავით საყოველთაოდ მიღებული წესები, რათა ირგვლივ მყოფები არ გააღიზიანოთ. უახლოეს დღეებში საკუთარი და სხვისი შეცდომების გასწორება და ანგარიშების მომზადება მოგიწევთ. ქაღალდებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები დიდ დროს წაგართმევთ. განსაკუთრებული ყურადღება ფულისა და დოკუმენტების მიმართ გამოიჩინეთ — მუდამ თან იქონიეთ და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ენერგიას ფუჭ დავებზე ნუ დახარჯავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ.
მერწყული
სანამ პარტნიორზე გაბრაზდებით, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ და მიხვდებით, რომ მისი პრეტენზიები უსაფუძვლო არაა. თუ ამ მშვენიერ დღეს მუშაობას გადაწყვეტთ, თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი პერიოდია რთული ამოცანების მოსაგვარებლად, რომლებსაც აქამდე უშედეგოდ ებრძოდით. სასურველია, ყველა ძველი ვალი დაფაროთ და ახალი ბიუჯეტის შედგენაზე იზრუნოთ. სპეციალისტებთან კონსულტაცია ან სანდო ინფორმაცია დიდ სარგებელს მოგიტანთ. ეს დღე ჯანმრთელობის მიმართ გაზრდილ ყურადღებას და ზომიერ დატვირთვებს მოითხოვს. სადილის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, თუმცა ემოციებიც მოიმატებს — ამიტომ ისეთი გარემო და საქმეები შეარჩიეთ, რომლებიც მხოლოდ სიხარულს განიჭებთ.
თევზები
გრძნობების ღიად გამოხატვის ნუ შეგშინდებათ — ამით ოჯახში ურთიერთგაგებას კიდევ უფრო აამაღლებთ. მარტივი საუბარი წარსულში დაგროვილი გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ახლა საუკეთესო დროა მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. სამსახურში უამრავი ახალი საქმეა, რომლებსაც თავი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაართვათ. ერიდეთ თვითმკურნალობას — ყველა ხალხური მეთოდი უშედეგო აღმოჩნდება და თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა, ზიანიც კი მოგაყენოთ.












