3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს ზუსტად ის დღეა, როცა სხვისი გულის მოგება ძალიან გაგიადვილდებათ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საშუალება გექნებათ, რომ მომენტით ისარგებლოთ და მსუბუქი ფლირტი წამოიწყოთ. მცირე კამათი ნუ შეგაშინებთ, რადგან თქვენი მიზანსწრაფულობისა და ახლობლების სიყვარულის წყალობით დღის ბოლოს ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება. სჯობს, თქვენი ინიციატივა მომდევნო კვირისთვის გადადოთ, რადგან კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მაღაზიებსა და ბაზარში ყურადღება არ მოადუნოთ — ამ დღეს ჯიბის ქურდობის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუ ქრონიკული დაავადებები გაქვთ, ეცადეთ, ორგანიზმი ზედმეტად არ გადატვირთოთ — მოერიდეთ როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ გადაღლას.
კურო
მარტოხელა კუროების საყურადღებოდ – სავსებით შესაძლებელია, ცხოვრების თანამგზავრი ზუსტად ახლა იპოვოთ. ლიდერული თვისებები გარშემო მყოფებისგან გამოგარჩევთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ მტრებს გაიჩენთ. ამ დღეს ზედმეტად იმპულსურად მოქმედებთ და მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობთ, ამან კი შეიძლება სირთულეებამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის, რომ უხარისხო ნივთში ბევრი ფული გადაიხადოთ, ამიტომ სავაჭრო ცენტრებს გვერდი აუარეთ. ამ დღეს ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკები არსებობს — ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავალ ადგილებსა და დიდ სუფრებს მოერიდოთ.
ტყუპები
საკუთარი საჭიროებები რომანტიკულ ურთიერთობებშიც კი არასოდეს დაივიწყოთ. საკუთარი თავის უკეთესი შეცნობა უფრო ბედნიერს გაგიხდით. ოჯახის წევრები ერთმანეთზე უნდა ზრუნავდნენ! საყვარელ ადამიანებს ყოველდღიურ საქმეებში დაეხმარეთ — თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ურთიერთობებს კიდევ უფრო გაგიმყარებთ. ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია ვაჭრობისთვის: სწორი მიდგომის შემთხვევაში, ყველაზე უხარისხო საქონელსაც კი ადვილად გაასაღებთ. წარმატება არც ბიზნესსა და კომერციულ საქმიანობაში დააყოვნებს — საქმიანი ხელშეკრულება და ტრანზაქციები მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ, სარისკო ოპერაციებშიც კი გამარჯვების შანსი გექნებათ. გირჩევთ საღამოს ზედმეტ ჭამასა და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს საყვარელი ადამიანისთვის თქვენი წარმატების გაზიარების სურვილი გაგიჩნდებათ და მისგან საჭირო რჩევებსაც მოისმენთ. თუ რემონტის დაწყება გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, სამაგიეროდ, თქვენი ოჯახური ბუდე კიდევ უფრო მყუდრო და თბილი გახდება! გამორიცხული არ არის, რომ გუშინდელი მეტოქე საერთო საქმეში თქვენს საიმედო მოკავშირედ იქცეს. შესანიშნავი დრო დგება გულახდილობისთვის და საერთო იდეების ერთად განხილვისთვის. თუმცა, საბანკო სესხის ასაღებად არახელსაყრელი დროა — ამაზე არა მხოლოდ ვარსკვლავები, არამედ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებაც მეტყველებს. კარგად გამოიძინეთ და ძალები დაზოგეთ; ამ შემთხვევაში არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგაწუხებთ.
ლომი
ამ დღეს განსაკუთრებულ ენთუზიაზმსა და რომანტიკულ მუხტს იგრძნობთ. პარტნიორისთვის გრძნობების გამხელის ნუ შეგეშინდებათ. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, მით უმეტეს, რომ ერთად დროის გატარების საშუალება დიდი ხანია არ გქონიათ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თუმცა ნუ შეეცდებით, რომ საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ. იუპიტერის გავლენამ შესაძლოა სამსახურსა და ოჯახურ მოვალეობებს შორის გარკვეული დაპირისპირება გამოიწვიოს. ასევე, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ფული დაუფიქრებლად ხარჯოთ. იმის ნაცვლად, რომ წარსულს მისტიროდეთ, სპორტით დაკავდით და თავს გაცილბით უკეთ იგრძნობთ.
ქალწული
პირად ცხოვრებაში წარმატება მთლიანად თქვენს სურვილებსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოექცეთ. შესაძლოა, ურთიერთპრეტენზიების გამო ოჯახის წევრებთან მცირე კამათი მოხდეს. თუ მგზავრობა დაგეგმეთ, ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მიუხედავად, ეცადეთ საკუთარი მოვალეობები არ დაივიწყოთ და დაწყებული საქმე დაასრულოთ. არახელსაყრელი დღეა შოპინგისა და სესხების აღებისთვის. ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით: შეგიძლიათ კვების რეჟიმი შეცვალოთ ან განტვირთვის დღე მოიწყოთ. ამ დღეს საუკეთესო ფიზიკური დატვირთვა ხანმოკლე სეირნობა იქნება.
სასწორი
მალე შანსი გექნებათ, რომ ძველი, გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ და ეცადეთ გამოიყენოთ. მთელი ყურადღება ახლობელი ადამიანის პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენმა გადაჭარბებულმა აქტიურობამ და სხვის საქმეში ჩარევამ შეიძლება მადლიერების ნაცვლად, გაღიზიანება გამოიწვიოს. მოერიდეთ კოლეგებთან კამათსა და ჭორების გავრცელებას, თორემ მტრებს გაიჩენთ. დაგეგმილი საქმე იმაზე ბევრად ნაკლებ დროს წაიღებს, ვიდრე ფიქრობდით, ახალი ნაცნობობა კი თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, წარსულში დარჩება და შეძლებთ, საკუთარი ენერგია და მიზანსწრაფულობა სრულიად წარმოაჩინოთ.
მორიელი
გირჩევთ, საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი საღამო მოუწყოთ, რომანტიკული ვახშმით, გემრიელი და დახვეწილი კერძებით გაახაროთ. შესაძლოა, ნათესავები თქვენს ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და შეხედულებებს არ იზიარებენ, მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი არ უნდა გახდეს. თუ სამსახურში პატიოსანი და საიმედო თანამშრომლის ავტორიტეტს გაიმყარებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს! ეს დღე აქტიური ფიზიკური საქმიანობისთვისაც შესანიშნავია — ურანის მფარველობით თქვენი ენერგია საგრძნობლად მოიმატებს.
მშვილდოსანი
გასაკვირი არ არის, რომ გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევთ — თქვენ უბრალოდ შეყვარებული ხართ! სჯობს ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას დაუბრუნდეთ, სანამ დაცინვას დაგიწყებენ. თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კრიზისი დადგა, განმარტოება სცადეთ. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, სადაც მოგებიანი კონტრაქტის გაფორმებას შემოგთავაზებენ. თუ ბრჭყვიალა ნივთმა თვალი მოგჭრათ და თქვენთვის დამახასიათებელი ეკონომიურობა დაივიწყეთ, არ ინერვიულოთ — ზოგჯერ საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრებაც შეიძლება! ზედმეტმა შფოთვამ და ნერვიულობამ შეიძლება ფსიქიკური დაძაბულობა და თავის ტკივილი გამოიწვიოს. თქვენი სიმშვიდისა და კეთილდღეობის გასაღები მოდუნება და დასვენება იქნება.
თხის რქა
იუპიტერისა და პლუტონის კავშირი გირჩევთ, თქვენი ქცევის მიზეზებზე უსიამოვნო კითხვები რომ თავიდან აიცილოთ, უმჯობესია ახლობლებს თქვენი მოუთმენლობა დაუმალოთ. მშვენიერი დროა პირად ურთიერთობებზე საუბრისა და საყვარელი ადამიანისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი წარუმატებლობა წარმატებისკენ მიმავალი ტრამპლინია. სრულ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს გაითვალისწინებთ და კოლეგებისა თუ პარტნიორების შრომას პატივს სცემთ. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს, რომლის გადამუშავებასაც ორგანიზმი უზარმაზარ ენერგიას ახმარს.
მერწყული
ახლა პირად ცხოვრებაში ინიციატივა მთლიანად თქვენს ხელშია. მოუწყვეთ მეორე ნახევარს რომანტიკული საღამო — მყუდრო გარემო გრძნობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. მზად იყავით, რომ უახლოეს ნათესავებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუ ამ დღისთვის საქმიანი მოლაპარაკებები გქონდათ დაგეგმილი, დიდი შანსია, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიაროს — თქვენი არგუმენტები უზადო იქნება! შესანიშნავი დრო დგება აქტიური მოქმედებისთვის. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად დასახოთ და მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. მერკურის მდებარეობის გათვალისწინებით, ახლა ფინანსური საქმეების მართვა რთულია, ამიტომ სჯობს დასვენებასა და ძალების აღდგენაზე იფიქროთ.
თევზები
გირჩევთ საღამო მშვიდ და რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. სიმყუდროვე და წყნარი ატმოსფერო თქვენი კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებაში დაგეხმარებათ. ახლა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას უნდა მოერიდოთ, რადგან დღევანდელმა დღემ შესაძლოა გაუგებრობები და მცირე კონფლიქტები მოიტანოს. სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა ახალი საქმის ან ბიზნესის დასაწყებად: იდეები კარგად აწონ-დაწონეთ და იმოქმედეთ! ნერვებს გაუფრთხილდით, რადგან შინაგანი სიმშვიდის გარეშე დღეს ნამდვილად გაგიჭირდებათ.












