21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის,
ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ და
უჩვეულოდ დიდი მოცულობის სამუშაოს შეასრულებთ. სურვილის
მიუხედავად, სერიოზულ საუბარს თავს ვერ დააღწევთ. თუ ოჯახში
პატარა ბავშვები გყავთ, გირჩევთ საღამოს საყვარელი
სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული
ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლოა, საყვარელი
ადამიანების მოქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ერიდეთ
უფროსობის სურვილს და სხვა ადამიანების ნაკლოვანებებზე
საუბარს, თორემ შეიძლება, მარტო დარჩეთ. აკონტროლეთ
საკუთარი სურვილები და მოქმედებები.
ტყუპები
ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. თავი შეიკავეთ
მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან,
რაც, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
დროა, საყვარელ ადამიანზე დაქორწინებაზე იფიქროთ.
კირჩხიბი
სიახლეებისა და ცვლილებების დღეა. შეიძლება ოჯახური
ვალდებულებების აღება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა
მოგიწიოთ. შესაძლოა, თქვენმა არჩევანმა საყვარელ ადამიანთან
კონფლიქტი გამოიწვიოს. საბანკო სექტორში დასაქმებულ
კირჩხიბებს წარმატებული გარიგება ელით.
ლომი
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ნათესავებთან
ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები
კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით
საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან.
ქალწული
ეს დღე ხელსაყრელია მშენებლებისთვის, ტექნოლოგიებისა და
მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის.
მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.
არახელსაყრელი დღეა აქტიურობისთვის - გადაღლამ შეიძლება
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.
სასწორი
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს
უშლის. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და
უარი არ უნდა თქვათ, რადგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს,
რომლის ნახვა დიდი ხანია, გსურთ. გირჩევთ, შეზღუდოთ
მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება.
მორიელი
მოდუნდით და დაისვენეთ, რადგან აქტიურობა შედეგს მაინც არ
მოგიტანთ. ეცადეთ, სამსახურში სიფრთხილე და წინდახედულება
გამოიჩინოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება,
დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით
ავტომობილის მართვის დროს.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების
წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. გაითვალისწინეთ,
რომ ტყუილი ვერ გიშველით - ამით მხოლოდ საკუთარ თავს
დააზარალებთ. პრობლემებს თავს ახლობელი ადამიანების
დახმარებით დააღწევთ.
თხის რქა
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიაქციოთ. არ არის გამორიცხული უსიამოვნო ამბავი ან
გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. ერიდეთ
კატეგორიულ მსჯელობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც
ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ბიზნესოპერაციებში
აქტიურობა შემოსავალს მოგიტანთ.
მერწყული
თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ,
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. თუ შორს წასვლას ვერ
შეძლებთ, ეცადეთ, უბრალოდ, ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე
გაისეირნოთ. მერწყული მამაკაცები რაინდული საქმეებით
საზოგადოებას გააოცებენ. თავი შეიკავეთ სხვა ადამიანების
განსჯისგან, თორემ შეიძლებსა მარტო დარჩეთ.
თევზები
შესაძლოა, თქვენს თხოვნაზე ჩინოვნიკებისგან უარი მიიღოთ.
გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია
ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. ეცადეთ სამთავრობო უწყებებში
ვიზიტის დროს სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გამორიცხული არ არის,
რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს.












