ENews.Ge ახალი ამბები

VIDEO: ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია: ხალხი დაიღუპა – ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა – შემთხვევა ბოლივიაში მოხდა

3-03-2025, 16:57
121
VIDEO: ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია: ხალხი დაიღუპა – ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა – შემთხვევა ბოლივიაში მოხდა


ბოლივიაში, პოტოსის რეგიონში, ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. დაღუპულია, სულ მცირე, 37 და დაშავებულია 39 ადამიანი, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.

პოტოსის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაღუპულთა და ჰოსპიტალიზებული დაშავებულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

ვიდეო:Entrepreneur News Global

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა