ENews.Ge ახალი ამბები

"არ მომწონდა ჩემი თავი, დედა კი ამას პირად შეურაცხყოფად იღებდა... მიჭირდა ამაზე საუბარი, ვერ ვიღებდი საკუთარ თავს" - რაზე ვერ ელაპარაკებოდა ლიტუკა დედას

12-03-2024, 19:30
146
"არ მომწონდა ჩემი თავი, დედა კი ამას პირად შეურაცხყოფად იღებდა... მიჭირდა ამაზე საუბარი, ვერ ვიღებდი საკუთარ თავს" - რაზე ვერ ელაპარაკებოდა ლიტუკა დედას


პრობლემები გარდატეხის პერიოდში და რთული საუბრები დედასთან - რაზე ვერ ელაპარაკებოდა მოდელი და მსახიობი ლიტუკა თავაძე დედას, ფოტოგრაფ მარი ნაკანს. ამის შესახებ დედა-შვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა..

"გარდატეხის ასაკში ცოტა მიჭირდა ჩემს პრობლემებზე საუბარი. თვითშეფასებასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემები და არ მინდოდა, დედა მეწყენინებინა. არ მომწონდა ჩემი თავი, დედა კი ამას პირად შეურაცხყოფად იღებდა და არ მინდოდა, მეთქვა... სულ მეგონა, რომ წონაში მოვიმატე, გამონაყარი მქონდა და არ მომწონდა ჩემი თავი. მით უმეტეს, რომ ხშირად მეუბნებოდნენ კომპლიმენტებს გარეგნობაზე, დედა ხშირად მიღებდა ფოტოებს და სულ აღნიშნავდნენ: "რა ლამაზი ხარ". ეს კარგი კომპლიმენტია მისაღებად, უბრალოდ, გიყალიბდება თავში, რომ გარეგნობაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, გარეგნობა რომ უცებ შეიცვალა ასაკობრივად, ძალიან განვიცადე. მიჭირდა ამაზე საუბარი, ვერ ვიღებდი საკუთარ თავს... შემდეგ რა თქმა უნდა, ვესაუბრე დედას, სხვანაირად შევხედე პრობლემას, გადავდგით რაღაც ნაბიჯები... უბრალოდ, ვისაც არ ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისაც ასე გულახდილად დაელაპარაკება, მას მინდა ვუთხრა, რომ ნაკლები ყურადღება მიაქციონ გარეგნობას, მალე გადაივლის ეს პრობლემა და ბევრად მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა..."



კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა