ვრცელდება დაპირისპირების კადრები რესტორნიდან, რის შემდეგაც კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, ვატო ყიფიანი და „კაწრო“ დააკავეს
ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები რესტორანში, სადაც ჩანს თუ როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად “კაწრო“ დააკავეს
გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ სუფრასთან თავდაპირველად ვატო ყიფიანი, თავისი ბიძაშვილი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სხედან, მოგვიანებით რესტორანში შედის მოქალაქე მერაბ შარაშიძე, იგი ჯდება სხვა მაგიდასთან. რამდენიმე წუთში კი შელაპარაკება იწყება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება იწყება.
ვიდეოს “ფორმულა“ ავრცელებს.
შსს-მ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად “კაწრო“ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განხორციელებული ძალადობას გულისხმობს. ამავე მუხლითაა დაკავებული ავთო ბილანიშვილიც.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.












