ENews.Ge ახალი ამბები

VIDEO : “აღარ მყავს არც და, და არც დის შვილი, არიანა" - ცნობილი ხდება ტრაგედიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ვინაობა



ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კორ­პუ­სის ხუთი სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად ჩა­ინ­გრა. ორი სა­დარ­ბა­ზო სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სია და ამ კორ­პუ­სის 28 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მე­რი­ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­იყ­ვა­ნა.

8 სა­ა­თი­ა­ნი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან 3 წლის თაია ცო­ცხა­ლი ამო­იყ­ვა­ნეს.

12 სა­ათ­ზე მეტ­ხნი­ა­ნი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ კი მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი 6 ადა­მი­ა­ნის ცხედ­რის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს - მათ შო­რის ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნია.

ცნო­ბი­ლია და­ღუ­პულ­თა ნა­წი­ლის ვი­ნა­ო­ბა. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­ში ჯერ დედა-შვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, მა­ლე­ვე კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გავ­რცელ­და რომ ამო­ას­ვე­ნებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ციც, რო­მე­ლიც კორ­პუს­ში ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო სა­ცხოვ­რებ­ლად.

ტრა­გე­დი­ას ემსხვერ­პლა 3 წლის თა­ი­ას დედა, ნინო ჭე­ლი­ძე და მისი 7 წლის და - ნუ­ცი­კო.

54 წლის ქალ­ბა­ტო­ნი - ლალი (ლა­მა­რა) შიშ­მა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბი­ნა­ში ტყუპ შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი გა­დარ­ჩნენ, თუმ­ცა დე­დამ გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა კი­დევ ერთი დედა-შვი­ლი, ვე­რო­ნი­კა ვა­ნიშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი - არი­ა­ნა. ამის შე­სა­ხებ და­ვით ვა­ნიშ­ვი­ლი წერს. მისი თქმით, და­ღუ­პუ­ლე­ბი მისი და და დის შვი­ლი არი­ან:

“ეს არის ჩემი არი­ა­ნა და ვე­რი­კო... არი­ი­ი­ი­იი...

აღარ მყავს არც და და არც დის შვი­ლი არი­ა­ნა....ღმერ­თო რა­ტო­ო­ო­ოო.....ჩემი პა­ტა­რა პრინ­ცე­სა აღარ არის ....... და­ო­ო­ო­ო­ოო,“ - წერს ვა­ნიშ­ვი­ლი.

შს მი­ნის­ტრის თქმით, გაგ­რძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად მოხ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ყვე­ლა სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა