ENews.Ge ახალი ამბები

საქართველოს რამდენიმე რეგიონში თოვს: როდემდე გაგრძელდება უამინდობა - პროგნოზი რეგიონების მიხედვით

რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და. ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში დი­ლი­დან თოვს. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორც მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­ვე დაბ­ლობ­ში. თოვს რა­ჭა­ში, სვა­ნეთ­ში, აჭა­რა­ში, იმე­რე­თის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში, ასე­ვე შიდა ქარ­თლში.

  • გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, თბი­ლის­ში შე­საძ­ლოა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით აღი­ნიშ­ნოს.

"17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა" - აღ­ნიშ­ნა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ვი­დეო: რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლი დღეს



რო­გო­რია პროგ­ნო­ზი რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით?

სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი): 12 აპ­რილს გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +9, +11 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 13-14 აპ­რილს შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს და +14,+16 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში (ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, სამ­ტრე­დია, ზუგ­დი­დი, მარ­ტვი­ლი, ოზურ­გე­თი) 12 აპ­რილს გრი­ლი და წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +8, +10 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 13-14 აპ­რილს შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს და +16,+18 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, ცა­გე­რი, შოვი, ჭი­ა­თუ­რა, სა­ჩხე­რე, ხულო, რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლი): ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 12 აპ­რილს დღი­სით +7, +9 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 13-14 აპ­რილს +14, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (მეს­ტია, ბახ­მა­რო): 12 აპ­რილს ზო­გან მო­თოვს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +0, +5 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. 13-14 აპ­რილს გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რა +7, +12 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

ქარ­თლში (რუს­თა­ვი, ბოლ­ნი­სი, მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი, გორი, ცხინ­ვა­ლი): ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +10, +15 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

კა­ხეთ­ში (სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი, ყვა­რე­ლი, ახ­მე­ტა, დე­დოფ­ლის­წყა­რო): ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +9, +14 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი, ფა­სა­ნა­უ­რი): ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით +7, +12 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (ახალ­ქა­ლა­ქი, წალ­კა, ბა­კუ­რი­ა­ნი, გუ­და­უ­რი, ომა­ლო): ზო­გან მო­თოვს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სით 0, +5 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა