ENews.Ge ახალი ამბები

სკოლაში შესაძლო ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს — რა ამოიღეს ჩხრეკისას?



 თბილისში, სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის 2 მოზარდი დააკავეს | ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “სანდო წყარო” ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით.

 როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.~~

 გამოცემა წერს, რომ შსს-მ ორივე პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით დააკავა.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა