ENews.Ge ახალი ამბები

წლებია, ავარიულ კორპუსში ვცხოვრობთ... მერიას ძალიან ბევრჯერ მივმართეთ" - რა დეტალებზე საუბრობენ ადგილობრივები ავჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ე.წ ტი­ტა­ნი­კის კორ­პუ­სის ლიფ­ტის შახ­ტში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად 13 წლის ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 წლის ბიჭი შახ­ტში 2 დღის წინ ჩა­ვარ­და, სას­წრა­ფომ კლი­ნი­კა­ში ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის, ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუ­სი, რო­მელ­შიც შემ­თხვე­ვა მოხ­და, წლე­ბია ავა­რი­უ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბამ მე­რი­ას რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ მათ­თვის სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­მო­ე­ყოთ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

“წლე­ბია ავა­რი­ულ კორ­პუს­ში ვცხოვ­რობთ. ვი­თხოვთ, რომ მე­რი­ამ, გამ­გე­ო­ბამ გაგ­ვიყ­ვა­ნოს. ად­ვო­კა­ტე­ბიც გვყავ­და აყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ დღემ­დე უშე­დე­გოდ ვართ. შე­დე­გი ეს მძი­მე ტრა­გე­დი­აა. მე­რი­ას ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მივ­მარ­თეთ. წე­რი­ლე­ბი, კერ­ძო ად­ვო­კა­ტე­ბი, ჯგუ­ფუ­რად აყ­ვა­ნი­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი - შე­დე­გი არის ეს. ბო­ლოს ყვე­ლამ მო­ა­წე­რა ხელი [გან­ცხა­დე­ბას]. ქერ­ჩის ქუ­ჩა­ზე მიგ­ვიყ­ვა­ნეს და გვი­თხრეს, რომ იქ ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აშენ­დე­ბო­და, მაგ­რამ ესეც ტყუ­ი­ლი იყო. წლე­ბია ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ”, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს მან პი­რა­დად და­უ­რე­კა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს და სთხო­ვა ად­გილ­ზე მო­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა იქ არა­ვინ მი­სუ­ლა.

“დავ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ტე­ლე­ვი­ზია მო­სუ­ლია, ხალ­ხი გა­მო­სუ­ლი ვართ და მობ­რძან­დით და თქვე­ნი სი­მარ­თლე თქვით - მეთ­ქი. ამ დრომ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა”, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ხა­ჩი­ძემ.

გარ­და ამი­სა, სხვა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და მსგავ­სი ად­რეც მომ­ხდა­რა.

“ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ში­ნა­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა