ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში – დაღუპულია 28 წლის კაცი
ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტობუსი 28 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა.
ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაიწყო.












