ENews.Ge ახალი ამბები

აღმოჩენილია მეხუთე საუკუნის კანდელი, რომლითაც მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გადაჰქონდათ - "მას ეკლესიის ფორმა ჰქონდა"

"ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღეს, ცოტა ხნის წინ, ქ. აშ­კე­ლონ­თან, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას, ის­რა­ე­ლე­ლი არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის, ეს უნი­კა­ლუ­რი, მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი­დან ცე­ცხლის გა­და­სა­ტა­ნი კან­დე­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ. კან­დელ­თან ერ­თად ნელ­სა­ცხებ­ლის პა­ტა­რა ბოთ­ლიც იყო, რომ­ლი­თაც მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე გარ­და­მოხ­სნის მსა­ხუ­რე­ბის ნელ­სა­ცხე­ბე­ლიც მიჰ­ქონ­დათ" - ეს ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩის - ლაშა ჟვა­ნი­ას პოს­ტია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ლაშა ჟვა­ნი­ამ ცე­ცხლის გა­და­სა­ტან კან­დელ­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვი­ზი­ა­რა...

- დიახ, 2018 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს... ამ აღ­მო­ჩე­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბა ის არის, რომ კან­დელს მა­ცხოვ­რის ეკ­ლე­სი­ის ფორ­მა ჰქონ­და. მა­ნამ­დე ასე­თი ფორ­მის არ იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ამით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა ფორ­მის, მათ შო­რის თი­ხის კან­დე­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რი აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის ნან­გრე­ვებ­ზე ასე­თი გა­და­სა­ტა­ნი კან­დე­ლი არ ყო­ფი­ლა ნა­პოვ­ნი.

- ხომ არ გა­ირ­კვა, 2018 წელს აღ­მო­ჩე­ნი­ლი რო­მე­ლი ქვეყ­ნის იყო?

- წმინ­და მი­წის... მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დია, რომ ეს არის ის კან­დე­ლი, რომ­ლი­თაც მორ­წმუ­ნე­ებს თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­ში მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის წმინ­და ცე­ცხლი.

- ამ კან­დე­ლით შე­ეძ­ლოთ შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­შიც წა­ე­ღოთ?

- ვერ გე­ტყვით... ის­ტო­რი­უ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ნამ სა­ჰა­ე­რო კო­მუ­ნი­კა­ცია გაჩ­ნდე­ბო­და, მა­ნამ­დე არ ფიქ­სირ­დე­ბა არ­სად წმინ­და ცე­ცხლის გა­და­ტა­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. იე­რუ­სა­ლი­მი­დან რა­მა­ლა­ში, სხვა­გან გა­და­ტა­ნის შე­სა­ხებ კი არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი.

- რო­მელ მუ­ზე­უმ­შია დღეს ეს კან­დე­ლი?

- კან­დე­ლი ის­რა­ე­ლის არ­ქე­ო­ლო­გი­ის და სიძ­ვე­ლე­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მუ­ზე­უმ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა