ENews.Ge ახალი ამბები

მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ - “4-5 გასროლის ხმა იყო, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი“

კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა კა­ხეთ­ში. გვი­ან ღა­მით გურ­ჯა­ან­ში ახალ­გაზ­რდა კაცი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლია 31 წლის დი­მიტ­რი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ შუ­რის­ძი­ე­ბას და მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა. შემ­თხვე­ვა, სოფ­ლის ცენ­ტრში ღა­მით მოხ­და სა­დაც დამ­ნა­შა­ვემ ახალ­გაზ­რდა კაცს რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა და მი­მა­ლა.

  • “სო­ფე­ლი ჩუმ­ლა­ყი“ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მკვლე­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი.

“სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა კად­რებს ამ დრომ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვაქ­ვეყ­ნებ­დით სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ არ ამო­ი­ღო მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კეტ “მაგ­ნი­ტი"-დან და აფ­თი­ა­ქი­დან.

ხდა­რის კად­რე­ბი კად­რებს შეგ­ნე­ბუ­ლად ვფა­რავთ,“ - წერს ფე­ის­ბუქ გვერ­დი.



სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს “ტვ პირ­ვე­ლი“. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის მოხ­და. მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში მომ­ხდარ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა.

მძი­მედ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „პირ­ვე­ლებს“ უყ­ვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­აღ­დგო­მო სუფ­რა­ზე ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­სულ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტი უკვე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იყო.

“პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ათ­ზე მოხ­და ჩხუ­ბი, ეტყო­ბა შემ­დეგ გვი­ან გა­აგ­რძე­ლეს და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ფაქ­ტით, მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 გას­რო­ლის ხმა იყო. რო­გორც ვიცი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ორი­ვე ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი იყ­ვნენ, რა ვერ გა­იყ­ვეს არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა და­ლი­ეს და მეტი მო­უ­ვი­დათ. ჩემ­თან პო­ლი­ცია არ ყო­ფი­ლა“,- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

„პირ­ვე­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ უკვე იცის, ვინ არის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, თუმ­ცა ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ კაცი, რო­მელ­მაც თა­ნა­სოფ­ლელს 5 -ჯერ ეს­რო­ლა.

სრო­ლის დროს და­იჭ­რა იქვე მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. ექი­მის თქმით მას ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა. რა გახ­და მკვლე­ლო­ბის ზუს­ტი მო­ტი­ვი, ამის და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა