ENews.Ge ახალი ამბები

ამის გამო ისე მლანძღავდნენ... არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე" - რას ამბობს თიკა ჯამბურია მისი ახალი სიმღერის გარშემო ატეხილ ხმაურზე?

ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო უკვე წლე­ბია ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით ნაკ­ლე­ბად არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ა­სა და თედო გო­გო­ლა­ძის დუ­ეტ­მა "აურა", დღის სი­ნათ­ლე აპ­რი­ლის ბო­ლოს იხი­ლა. სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მე­ლო­დი­უ­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა ად­ვი­ლად და­ი­მახ­სოვ­რა და აი­ტა­ცა, თუმ­ცა სა­კა­მა­თო ტექ­სტის ნა­წი­ლი გახ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიმ­ღე­რა­ში გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ფრა­ზა "ყვე­ლა ისე ცხოვ­რობს, რო­გორც და­იმ­სა­ხუ­რა", - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა ეს მძი­მე გან­ცხა­დე­ბად აღიქ­ვა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბის მსხვერ­პლია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტა სიმ­ღე­რის ნამ­დვი­ლი ში­ნა­არ­სი და გა­მოთ­ქვა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, სიმ­ღე­რა არა­ნა­ი­რად არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა". მომ­ღე­რა­ლი ხაზს უს­ვამს, რომ ტექ­სტი უფრო მე­ტად ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან გან­წყო­ბა­სა და სამ­ყა­რო­ში გაგ­ზავ­ნილ ენერ­გი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა ბე­დის­წე­რის უპი­რო­ბო გან­სა­ზღვრა­ზე.

რა იმა­ლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში სიმ­ღე­რის "აუ­რას" მიღ­მა? რა­ტომ გა­მო­იწ­ვია კონ­კრე­ტუ­ლად ამ ფრა­ზამ ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში? და რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს თიკა ჯამ­ბუ­რი­ას კრი­ტი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს ინ­ტერ­ვი­უ­ში წა­ი­კი­თხავთ

თიკა, რას უპა­სუ­ხებთ სიმ­ღე­რის კრი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც სვა­მენ კი­თხვას, თუ რას გუ­ლის­ხმობთ ფრა­ზა­ში - ყვე­ლა ისე ცხოვ­რობს, რო­გორც და­იმ­სა­ხუ­რა?

- ეს თე­დოს ტექ­სტია, რას უნდა ვგუ­ლის­ხმობ­დეთ, ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ამ ტექ­სტში შე­იძ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს, რომ შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ან ლე­ი­კე­მი­ა­ნი ბავ­შვე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სიკ­ვდილს?

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში ერთ-ერთი ტი­კტო­კე­რი სვამ­და კი­თხვას, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მა­ტა­რე­ბელ­მა გა­და­უ­ა­რა და თავი მო­წყვი­ტა, ის ამას იმ­სა­ხუ­რებ­და?

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბი­ან ვე­რა­ფერს, მარ­ტი­ვი აზ­როვ­ნე­ბა აქვთ და ჰგო­ნი­ათ, რომ თვალს გა­ვა­ხელ ზედ წამ­წამ­ზე მი­ზი­ხარ, ნიშ­ნავს, რომ თვალს რომ გა­ა­ხე­ლენ ზედ წამ­წამ­ზე ეჯ­დე­ბათ ვინ­მე.

რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეს ტექ­სტი ჩემი არ არის, თე­დო­სია სიმ­ღე­რა და ტექ­სტიც მას ეკუთ­ვნის. ამას წინ უძღო­და პოდ­კას­ტი, სა­დაც მე ვი­ყა­ვი თე­დოს­თან სტუმ­რად და ვი­სა­უბ­რეთ ჩვენს გან­ვლილ წლებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე. ადა­მი­ა­ნი რო­გორც ცხოვ­რობს, რო­გორ ენერ­გი­ა­საც უშ­ვებს სამ­ყა­რო­ში, რო­გორც ცდი­ლობს რომ წა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა, ისე შე­უძ­ლია წა­იყ­ვა­ნოს, მაგ­რამ გან­გე­ბა ღმერ­თი მო­მა­ვა­ლი რას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგ­მავთ.

"რა­სა­ცა დას­თეს იმას მო­იმ­კი“, "რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია“, "კარ­მა იზ ე ბიჩ“ - ეს ან­და­ზე­ბი, რა­ტომ არ არის ამ­ხე­ლა ამ­ბის გა­მომ­წვე­ვი, რე­ა­ლუ­რად ზუს­ტად იგი­ვე ში­ნა­არ­სი აქვს.

არა­ფე­რი სა­გან­გა­შო ამა­ში არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, მთე­ლი აზრი დევს იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რაც უფრო კე­თი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და რაც უფრო კე­თი­ლად შე­ხე­და­ვენ ცხოვ­რე­ბას, ბევრ კარ­გს გა­ა­კე­თე­ბენ, ზუს­ტად ისე წა­იყ­ვა­ნენ თა­ვის ცხოვ­რე­ბას. ის რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, ჩვენ თა­ვად გან­ვა­გებთ, ამა­ში რა არის გა­ურ­კვე­ვე­ლი. იმას ხომ არ ვმღე­რით, ვი­ღაც რომ მოკ­ვდა და­იმ­სა­ხუ­რაო. რო­გორც ახლა ამ მო­მენ­ტში ჩვენ ვცხოვ­რობთ, რა ფიქ­რე­ბიც გვაქვს, ისე­თი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც.

კად­რი თედო გო­გო­ლა­ძის პოდ­კას­ტი­დან - სტუ­მა­რი თიკა ჯამ­ბუ­რია

უბ­რა­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მგო­ნია, რომ ხან­და­ხან ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის 50 პრო­ცენ­ტი მა­ინც ხვდე­ბა, რომ არ არ­სე­ბობს ეგ აზრი იდოს ამ სიმ­ღე­რა­ში.

სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან გა­ვარ­და, გატ­რენ­დდა და ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს თემა ნე­გა­ტი­უ­რად გა­ე­შა­ლა და ბევ­რი მო­წო­ნე­ბა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხალ­ხსაც მეტი რა უნ­დო­და აჰ­ყვა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სიმ­ღე­რა, უამ­რავ ადა­მი­ანს მოს­წონს და იმ­ხე­ლა სიღ­რმე­ე­ბი დევს და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი, რომ ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა გა­ი­გო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისეთ მძი­მე ის­ტო­რი­ებ­ზე მნიშ­ნავ­დნენ და მლან­ძღავ­დნენ თა­ვი­ანთ წარ­სულ­ზე შოკ­ში ვი­ყა­ვი. ვი­ღაც რომ უშ­ვი­ლოა, ვი­ღაც გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს, მე მაბ­რა­ლებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ეს ტექ­სტი ჩემი არ არის და და­უ­გეგ­მა­ვად ჩავ­წე­რეთ ეს სიმ­ღე­რა. რო­გორც კი მო­ვუს­მი­ნე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ზუს­ტად მივ­ხვდი რა იდეა და აზრი ჩადო თე­დომ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შვილმკვდარ­მა დე­დამ და­ა­კავ­ში­რო, რომ ვი­ღაც ადგა და შენ რომ წარ­სულ­ში გან­გე­ბამ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა გარ­გუ­ნა, იმა­ზე გიმ­ღე­რის ადა­მი­ა­ნი.

[video=|https://youtu.be/g6oEzPPLMt8?si=lSJCTDveDw889tVv]

ამის გამო ისე მლან­ძღავ­დნენ და ისეთ რა­მე­ებს მი­ქე­ქავ­დნენ. არა­ვის საქ­მე არ არის ჩემი წარ­სუ­ლი, მე რამ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი დეპ­რე­სი­ა­ში ან რა და­ა­ვა­დე­ბა და­ვა­მარ­ცხე და ვიმ­სა­ხუ­რებ თუ არა ამას. მე ხომ არა­სო­დეს არა­ვის­თან შევ­ვარ­დნილ­ვარ და ბო­რო­ტე­ბა არ მი­სურ­ვე­ბია. და­მა­ნე­ბონ მეც თავი, მა­ცხოვ­რონ ჩემი ცხოვ­რე­ბით. ვიმ­ღე­რებ, რა­ტომ მღე­რი, არ ვმღე­რი, რა­ტომ არ მღე­რი, გავ­სუქ­დი, რა­ტომ გა­სუქ­დი, გავ­ხდი, რა­ტომ გახ­დი. ზუს­ტად იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი აუ­რით ვცხოვ­რობ, ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ბევ­რი კარ­გი რამ და­მე­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუს­ტად ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც და­ვიმ­სა­ხუ­რე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა