ENews.Ge ახალი ამბები

გარდაცვლილები, 5000-მდე დანგრეული შენობა და გლოვა მისურის შტატში - ტორნადოს მძიმე შედეგები აშშ-ში

აშშ-ის მი­სუ­რის შტატ­ში ტორ­ნა­დოს 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ცნო­ბით, ტორ­ნა­დომ აშშ-ის მი­სუ­რის შტა­ტის ქა­ლაქ სენტ-ლუ­ის­ში, სულ მცი­რე, 5 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 5000-მდე შე­ნო­ბა და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

„ჩვე­ნი ქა­ლა­ქი დღეს გლო­ვობს. ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა და ნგრე­ვა ნამ­დვი­ლად სა­ში­ნე­ლე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა, კარა სპენ­სერ­მა.

ქა­ლა­ქის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, ად­გილ­ზე 17 სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და და­შა­ვე­ბულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა