14 სექტემბერი 08:04 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საკუთარ ინტერესებს უღალატებთ. ახლობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ხოლო დავა და სკანდალები წარსულს ჩაჰბარდება. არსებობს შანსი, რომ ზღვაზე ერთობლივი მოგზაურობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ჯობს, ჩრდილში დარჩეთ და მეტი უსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ — თქვენმა ირონიულმა შენიშვნებმა შესაძლოა მომავალში თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს. მერკური ზურგს გაქცევთ, მაგრამ დროებით ფინანსურ შეფერხებებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, მალე სიტუაცია გამოსწორდება. თუ საღამოსკენ თავს შეუძლოდ იგრძნობთ ან განწყობა სწრაფად შეგეცვლებათ, ამის მიზეზი მარსთან ასპექტში მყოფი არასტაბილური მთვარეა.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დროა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. ახალი რომანი ხანგრძლივი და ვნებიანი იქნება. დაიცავით თქვენი გავლენა როგორც სამსახურში, ისე სახლში. ეცადეთ, ეკონომიურობა გამოიჩინოთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ჯიბე საგრძნობლად დაგიცარიელდებათ. სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორის გამო ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება გიჭირთ, თუმცა ამას უნდა შეეგუოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ამის უფლება ვის მისცეთ და ვის არა. საღამოს დაისვენეთ, წვრილმანებზე ნუ იდარდებთ და ტელევიზორისა და ახალი ამბების ყურება შეამცირეთ.

თხის რქა

ვარსკვლავები სიყვარულში სწრაფ წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ, თუმცა აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა ჯობს, კვირის შუა რიცხვებისთვის გადადოთ. გაუფრთხილებელმა სიტყვამ შესაძლოა ხანგრძლივ და მოსაწყენ კამათამდე მიგიყვანოთ — ხანდახან უსარგებლო დავაში დროის კარგვას დუმილი ჯობს. ამ დღეს საჯარო მოხელეებთან ურთიერთობა, საქმიანი შეხვედრები და საბუთებზე ხელის მოწერა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ფინანსებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. უახლოეს ხანებში ფიზიკურად მეტი შრომა მოგიწევთ, ვიდრე გონებრივად, ეს კი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

მერწყული

გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის — თქვენი გადატვირთული განრიგი ურთიერთობის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. იმედგაცრუება რომ თავიდან აიცილოთ, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და რეალური გეგმები დაისახოთ. ნებისმიერ წამოწყებას პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით უდგებით, ამიტომ ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ! არ არის გამორიცხული, ნაცნობმა ფულის სესხება გთხოვოთ — თუ დახმარებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ფულს მალე ვერ დაიბრუნებთ. თავის ტკივილი და უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ.

თევზები

დაშორებას ყოველთვის ახალი შეხვედრები მოსდევს — ასე რომ, თუ ვინმემ გული გატკინათ, არ ინერვიულოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას შეიძლება საბედისწერო შეცდომა და ნერვიულობა მოჰყვეს, ამიტომ საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ. ეს დღე კომერციულ სფეროში დასაქმებულთათვის განსაკუთრებით აქტიური იქნება, ხოლო ბუღალტრებს გარკვეული სირთულეები ელით. არ არის გამორიცხული გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ოჯახურ ბიუჯეტს შეარყევს. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა