ENews.Ge ახალი ამბები

ვინ არის"მფრინავი ქართველი"? - რა გვიყვება ბალერონი, რომელიც მსოფლიო სცენებს იპყრობს: "სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი შემოქმედება ეძღვნება ჩემს ქვეყანას და ხალხს"

სა­ოც­რე­ბა", "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გრა­ვი­ტა­ცია და­ა­მარ­ცხა", "ის არა­ვის ჰგავს, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რით", "მფრი­ნა­ვი ქარ­თვე­ლი"... - ეს არის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ შე­ფა­სე­ბე­ბი­სა, რა­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა თუ ბა­ლე­ტის რი­გი­თი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­გან ვის­მენთ ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რო­ნის, გი­ორ­გი ფო­ცხიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

"ის არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი, ნამ­დვი­ლი ტა­ლან­ტი, ნიჭი და ოს­ტა­ტო­ბის ზე­ნი­ტი, გი­ორ­გი არის არა­მარ­ტო გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დი, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, თავ­მდაბ­ლო­ბის, წე­სი­ე­რე­ბის, ღირ­სე­ბის ეტა­ლო­ნი! ამ­დე­ნად არა მხო­ლოდ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­მა­ყო შვი­ლი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის­ტო­რი­კო­სი. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე - კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი სხვაგ­ვა­რად ის­მის - თით­ქოს დრო ჩერ­დე­ბა და სის­ხლი წი­ნაპ­რე­ბის მე­ლო­დი­ით მოძ­რა­ობს..." - ამ­ბობს გი­ორ­გი ფო­ცხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ახ­ლა­ხან ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა სამ­შობ­ლოს სცე­ნა­ზე იხი­ლა...

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე დღეს ambebi.ge - ს სტუ­მა­რია.

- გი­ორ­გი, რო­გორ იხ­სე­ნებთ სამ­შობ­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გზის და­სა­წყისს?

- ჩემი ბავ­შვო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ტრა­დი­ცი­ით და რწმე­ნით გა­მორ­ჩე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს - ქვე­ყა­ნას, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბა სუნ­თქავს მი­წი­დან. გა­ვი­ზარ­დე სცე­ნის კუ­ლი­სებ­ში, იქ, სა­დაც ყო­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა - სი­ტყვა­ზე მე­ტად მე­ტყვე­ლებს.

ბავ­შვო­ბის წლე­ბი­დან­ვე და­ვი­წყე ცეკ­ვა, მაგ­რამ ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა უბ­რა­ლოდ ცეკ­ვა - ეს იყო გზა, სუ­ლი­ე­რი წრთო­ბა, ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ძარ­ღვებ­ზე სი­ა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­ვი­ა­რე "ცეკ­ვის აკა­დე­მი­ა­ში“, რო­მე­ლიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა, შემ­დგომ კი გა­და­ვე­დი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში. სა­ცეკ­ვა­ვო ხე­ლოვ­ნე­ბას ვე­ზი­ა­რე იმ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში, სა­დაც ძალა და ელე­გან­ტუ­რო­ბა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს! სა­დაც მი­ვი­ღე ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ცეკ­ვა­ვო გა­ნათ­ლე­ბა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ასე რუ­დუ­ნე­ბით მომ­ცა ის, რაც დღემ­დე მაძ­ლი­ე­რებს და მა­ყა­ლი­ბებს კი­დევ უფრო დიდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად - ეს არის ჩემი ფეს­ვე­ბი, რაც მუ­დამ მახ­სე­ნებს, ვინ ვარ სი­ნამ­დვი­ლე­ში.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში აღი­ზარ­დეთ. გვი­ამ­ბეთ ამ გავ­ლე­ნა­ზე...

- ჩემ­თვის ეს უბ­რა­ლოდ ოჯა­ხი არ ყო­ფი­ლა - ეს იყო ცო­ცხა­ლი აკა­დე­მია. ბა­ტო­ნი გე­ლო­დი ფო­ცხიშ­ვი­ლი - ბა­ბუა, ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სიმ­ბო­ლო, ჩემი ცხოვ­რე­ბის მუდ­მი­ვი შთა­გო­ნე­ბა და მა­გა­ლი­თია. მშობ­ლე­ბი - გელა ფო­ცხიშ­ვი­ლი და მაია კიკ­ნა­ძე - რომ­ლებ­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ცეკ­ვა­ვო სას­წავ­ლე­ბე­ლი "ცეკ­ვის აკა­დე­მია“.

გი­ორ­გი მშობ­ლებ­თან ერ­თად


ჩემ­თვის ცეკ­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა მხო­ლოდ დის­ციპ­ლი­ნა, ეს იყო ოჯა­ხის ენა, ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა. ამ გა­რე­მო­ში გაზ­რდა ნიშ­ნავს იმას, რომ სცე­ნა არას­დროს გეჩ­ვე­ნე­ბა უცხოდ - ის შენს გე­ნე­ტი­კურ მეხ­სი­ე­რე­ბა­შია. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­წავ­ლა არა მხო­ლოდ პრო­ფე­სია, არა­მედ მი­სია - ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მი­ტა­ნა მსოფ­ლი­ომ­დე.

- სა­ზღვარ­გა­რეთ არა­ერ­თი ტრი­უმ­ფი გქონ­დათ. მსოფ­ლიო მე­დია სა­უბ­რობს თქვენს შე­სა­ხებ...

- ყო­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა ჩემ­თვის იყო მო­რი­გი ბა­რი­ე­რი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც მხო­ლოდ თავ­მდაბ­ლო­ბით და თავ­და­დე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და. რო­დე­საც უცხო­უ­რი პრე­სა სა­ო­ცარ შე­და­რე­ბებს არ იშუ­რებს შენი ცეკ­ვის შე­ფა­სე­ბი­სა, ეს არა სი­ა­მა­ყეს, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გაძ­ლევს. ჩემი მი­სია სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის იყო ერ­თნა­ი­რი - კი არ მე­თა­მა­შა, არა­მედ მე­ცხოვ­რა. დღემ­დე მჯე­რა, რომ მო­ცეკ­ვა­ვე არა­სო­დეს ცეკ­ვავს მხო­ლოდ სხე­უ­ლით - მას სჭირ­დე­ბა სული, რო­მე­ლიც გა­და­აქვს მა­ყუ­რე­ბელ­ში.

- ამ­ჟა­მად ჰო­ლან­დი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობთ...

- დიახ, ამ­სტერ­და­მის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი არის სივ­რცე, სა­დაც ტრა­დი­ცია და თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა ელე­გან­ტუ­რად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს. აქ სიღ­რმე და ფორ­მა თა­ნაბ­რად ფა­სობს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, რო­გორც კლა­სი­კურ, ისე ექ­სპე­რი­მენ­ტულ ნა­მუ­შევ­რებ­ში ვი­პო­ვო ჩემი თავი. ჰო­ლან­დია გახ­და ჩემი მე­ო­რე სახ­ლი - სივ­რცე, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბას პა­ტივს სცე­მენ რო­გორც სი­ცო­ცხლის უმაღ­ლეს გა­მოვ­ლი­ნე­ბას. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ქარ­თულ­მა სიძ­ლი­ე­რემ და ევ­რო­პულ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ სიმ­ფო­ნი­უ­რი შერ­წყმა იპო­ვეს ჩემ­ში.

- სამ­შობ­ლო­ში ტრი­უმ­ფი - რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო თქვენ­თვის, თქვენს ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა, როცა ყვე­ლა თქვენ­ზე სა­უბ­რობს...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, ეს არის არ­ტე­რი­ის ზუს­ტად იმ წერ­ტილ­ზე და­ჭე­რა, სა­დაც გულ­მა პირ­ვე­ლად იფეთ­ქა.

ჩემს ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ბა­ლე­ტო სპექ­ტაკ­ლით - ადოლფ ადა­ნის "ჟი­ზე­ლით" და ლუდ­ვიგ მინ­კუ­სის "დონ-კი­ხო­ტით" დაბ­რუ­ნე­ბი­სას იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძნე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი სხვაგ­ვა­რად ის­მის - თით­ქოს დრო ჩერ­დე­ბა და სის­ხლი წი­ნაპ­რე­ბის მე­ლო­დი­ით მოძ­რა­ობს. ყვე­ლა­ზე დიდი ტრი­უმ­ფი ჩემ­თვის იყო, როცა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი მო­დი­ოდ­ნენ ჩემ­თან და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - რო­გორ გავ­ხდეთ შენ­ნა­ი­რი მო­ცეკ­ვა­ვეო?

მა­შინ მივ­ხვდი, რომ ტრი­უმ­ფი სცე­ნა­ზე კი არა, გუ­ლებ­შია. და როცა შენი ხალ­ხი გიც­ნობს არა სა­ხე­ლით, არა­მედ გრძნო­ბით - ესაა ჭეშ­მა­რი­ტი გა­მარ­ჯვე­ბა. ბო­ლოს კი მინ­და ვთქვა ის, რომ - ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რი არის შენი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, თი­თო­ე­უ­ლი ნახ­ტო­მი, თი­თო­ე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, როლი, სა­დაც არ უნდა ვიყო ეძღვნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას და ქარ­თველ ხალ­ხს ვი­საც ასე ვუყ­ვარ­ვარ და ვე­ი­მე­დე­ბი. პა­ტი­ვის­ცე­მით და სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კი­თხავ ყვე­ლას...


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა