ENews.Ge ახალი ამბები

გვაქვს ეჭვი, რომ ,რა განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ ახლახანს.

ჩვენ არ ვი­ცით, ზუს­ტად რა მი­სა­მარ­თი­დან მო­დი­ო­და ამე­რი­კუ­ლი გზავ­ნი­ლი, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ “რუს­თა­ვი 2″-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას, კერ­ძოდ, სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად “ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უარი თქვა ელჩ და­ნი­გან­თან შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც მას ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გზავ­ნი­ლი უნდა მო­ეს­მი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს თხოვ­ნით, 22 მა­ისს, ელჩმა და­ნი­გან­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა, რათა შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გზავ­ნი­ლი”.

  • კო­ბა­ხი­ძის თქმით, არის ეჭვი, რომ გზავ­ნი­ლი მო­დი­ო­და სწო­რედ იმ და­ნა­ყო­ფი­დან სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს კვლა­ვაც “დიფ სთე­ი­თის” გავ­ლე­ნით.

“რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კულ გზავ­ნილს, ჩვენ არ ვი­ცით, ზუს­ტად, რა მი­სა­მარ­თი­დან მო­დი­ო­და ეს გზავ­ნი­ლი, გა­მომ­დი­ნა­რე ქალ­ბა­ტო­ნი და­ნი­გა­ნის უშუ­ა­ლო კავ­ში­რე­ბი­დან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავ­ნი­ლი მო­დი­ო­და სწო­რედ იმ და­ნა­ყო­ფი­დან, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს კვლა­ვაც “დიფ სთე­ი­თის” გავ­ლე­ნით. ამას ამ­ყა­რეს რა – ჩვე­ნი პა­სუ­ხი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სუ­ხი იყო სა­ჯა­რო, მან გა­ნა­ცხა­და, შემ­დე­გი რამ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის შან­ტა­ჟის ქვეშ, პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი, სან­ქცი­ე­ბი, მა­ნამ­დე იყო დე ფაქ­ტო სან­ქცი­ე­ბი, ფი­ნან­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს მოქ­მე­დებს შან­ტა­ჟის ქვეშ. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და სხვებს, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლო­გი­უ­რი ტი­პის შან­ტა­ჟი არ მოქ­მე­დებს. ჩვენ არ ვართ არც ფორ­მა­ლუ­რი არც არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ. ამი­ტომ ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ტომ თქვეს, ელჩმა და შე­სა­ბა­მის­მა პი­რებ­მა უარი მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ამ გზავ­ნი­ლის გად­მო­ცე­მა­სა და გა­ზი­ა­რე­ბა­ზე. რა თქმა უნდა ეს გზავ­ნი­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მი­აღ­წევ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე ხომ? ამის პრობ­ლე­მა არ იყო”, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ

კო­ბა­ხი­ძემ თქვა, რომ რო­გორც ჩანს, მი­ზა­ნი იყო, რომ “სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა არა აშშ-ის, არა­მედ ამ შემ­თხვე­ვა­ში „დიფსთე­ითს“ გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ შან­ტა­ჟის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა“.

  • შე­გახ­სე­ნებთ, 28 მა­ისს აშშ-ის სა­ელ­ჩომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უარი თქვა ელჩ და­ნი­გან­თან შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც მას ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გზავ­ნი­ლი უნდა მო­ეს­მი­ნა. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს თხოვ­ნით, 22 მა­ისს, ელჩმა და­ნი­გან­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა, რათა შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გზავ­ნი­ლი და კი­დევ ერთხელ გა­და­ე­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­დად­გმაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შე­უძ­ლია იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვის მი­მართ. იმე­დი გვაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გულ­წრფე­ლად სურს ამე­რი­კას­თან და ამე­რი­კელ ხალ­ხთან 33-წლი­ან პარტნი­ო­რო­ბა­სა და მე­გობ­რო­ბას და­უბ­რუნ­დეს“,- წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა