ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ხემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა.
- ბავშვიც და დედაც კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
“ჩვენი გიო. ღმერთო, რატომ? როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა. სიტყვები ზედმეტია. უფალმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პატარა ანგელოზი” – წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება












