ENews.Ge ახალი ამბები

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ ჯდება



ბათუმის აეროპორტში დღეს, 5 აგვისტოს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [დაახლოებით 9:27 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი [THY5ET ] ვერც მეორე მცდელობაზე [9:39 სთ] დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს.

ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა ასევე თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ნისლია. ორივე თვითმფრინავი ამ წუთებშიც ცდილობს დაჯდომას.

ინფორმაცია განახლდება.

განახლება: ამ წუთებში თელავივის თვითმფრინავი დაჯდა.  

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა