მატარებლის ვაგონზე ავიდა სურათის გადასაღებად, რა დროსაც დენმა დაარტყა” – 14 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა
ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში. “გურის ნიუსის” ინფორმაციით, დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
- არსებული ინფორმაციით, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც ელექტროტრავმა მიიღო.
“გარდაცვალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებლის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია რა წამსაც მიიზიდა დენმა” – უყვებიან “გურია ნიუსს” ბავშვის ახლობლები.












