ENews.Ge ახალი ამბები

Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია - რა კაპიტალს ფლობენ და რომელ ადგილებზე არიან?

7 აგვისტოს მონაცემებით, Forbes-ის მილიარდერთა სიაში კვლავ ორი ქართველია - მიხეილ ლომთაძე და ბიძინა ივანიშვილი.

გა­დავ­ხე­დოთ, რო­გო­რია მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა შო­რის: ლომ­თა­ძის ქო­ნე­ბა 5.9 მლრდ აშშ დო­ლა­რად ფას­დე­ბა, რი­თაც მსოფ­ლიო მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში 629-ე ად­გილ­ზეა, ივა­ნიშ­ვი­ლის კა­პი­ტა­ლი კი 2.7 მლრდ აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ოს 1434-ე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია.

გადავხედოთ, როგორია მათი მდგომარეობა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის: ლომთაძის ქონება 5.9 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რითაც მსოფლიო მილიარდერთა სიაში 629-ე ადგილზეა, ივანიშვილის კაპიტალი კი 2.7 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს 1434-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

რაც შეეხება ზედა ათეულს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიან ილონ მასკს 407 მლრდ აშშ დოლარის აქტივები აქვს, მეორე ადგილზე Oracle-ს დამფუძნებელი, ლარი ელისონია, მესამეზე კი - მარკ ცუკერბერგი.

Forbes-ის შეფასებით, ტოპ-10 უმდიდრესი ადამიანი, 7 აგვისტოს მონაცემებით:

  • ილონ მასკი - 407.9 მლრდ აშშ დოლარი;
  • ლარი ელისონი - 295.3 მლრდ აშშ დოლარი;
  • მარკ ცუკერბერგი - 264.6 მლრდ აშშ დოლარი;
  • ჯეფ ბეზოსი - 236.3 მლრდ აშშ დოლარი;
  • ლარი პეიჯი - 161.6 მლრდ აშშ დოლარი;
  • იენსენ ჰუანი - 157.6 მლრდ აშშ დოლარი;
  • სერგეი ბრინი - 154.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • სტივ ბალმერი - 146.2 მლრდ აშშ დოლარი;
  • ბერნარდ არნო - 141.5 მლრდ აშშ დოლარი;
  • უორენ ბაფეტი - 138.3 მლრდ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მსგავსად, Forbes-ის ათეულშიც დაკარგა ადგილი ბილ გეიტსმა, რომლის ქონება 115.9 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული და სიის მე-14 ადგილზეა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა