ENews.Ge ახალი ამბები

2025 წლის ზაფხულში გლობალურმა დათბობამ შესვენება აიღო? - რას პროგნოზირებენ მეცნიერები: "ნაადრევი ზეიმისგან თავი შევიკავოთ, თუმცა..."

2025 წლის ზა­ფხულ­მა რე­კორ­დუ­ლი სი­ცხის სე­რია და­არ­ღვია. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (მა­ი­სი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში) სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ინ­დუსტრი­ამ­დელ დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით, +1,5 და­ბა­ლი დარ­ჩა.

  • ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კო­პერ­ნი­კის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ივ­ლი­სი სა­შუ­ა­ლო­ზე მხო­ლოდ 1,25 °C-ით თბი­ლი იყო, თუმ­ცა ის მა­ინც სა­გან­გა­შო - მე­სა­მე ად­გილ­ზე იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ივ­ლი­სე­ბის სი­ა­ში. რე­კორ­დი 2023 წლის ივ­ლის­ში დამ­ყარ­და, ხოლო 2024 წლის ივ­ლი­სი მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

2025 წელი "ცხლად და­ი­წყო“ - იან­ვა­რი რე­კორ­დუ­ლად თბი­ლი თვე იყო, მი­უ­ხე­და­ვად წყნარ ოკე­ა­ნე­ში "ლა ნი­ნი­ას" ფე­ნო­მე­ნი­სა, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, პლა­ნე­ტა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რას ამ­ცი­რებს.

  • კო­პერ­ნი­კის ცენ­ტრის მკვლევ­რე­ბი ნა­ად­რე­ვი ზე­ი­მის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

"ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დე­ბის სე­რია ამ მო­მენ­ტში კი დას­რულ­და, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა შე­ჩერ­და. ჩვენ კვლავ ვხე­დავთ უკი­დუ­რეს სი­ცხეს და წყალ­დი­დო­ბებს დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში. თუ ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბუ­რი აი­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე არ და­ვას­ტა­ბი­ლუ­რებთ, ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ რე­კორ­დებს მი­აღ­წევს და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და მკვლე­ვარ­მა კარ­ლო ბუ­ონ­ტემ­პომ.

ივ­ლი­სი ყველ­გან გრი­ლი არ იყო. მა­გა­ლი­თად, ჰი­მა­ლა­ის მთებ­ში, ჩი­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში და ევ­რო­პის ნა­წილ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ცხე­ლი იყო. თურ­ქეთ­ში ეროვ­ნუ­ლი რე­კორ­დი მო­იხ­სნა და ტემ­პე­რა­ტუ­რამ 50.5°C-ს მი­აღ­წია. თუმ­ცა და­სავ­ლეთ რუ­სეთ­სა და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში ივ­ლის­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი იყო.

ანა­ლო­გი­უ­რად ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, ინ­დო­ეთ­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში ივ­ლის­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა