ENews.Ge ახალი ამბები

ციფრები ძალიან დიდია, რუსეთის რამდენი მოქალაქე დარჩა საქართველოში ბოლო 6 თვეში,რას აქვეყნებს შსს.

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192 მოქალაქე შემოვიდა, საიდანაც მეოთხედზე მეტი, რუსეთიდან იყო – ამაზე მოწმობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

6 თვეში საქართველოში რუსეთის 26 871 მოქალაქე დარჩა

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 6 თვეში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 498 726 მოქალაქე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში საქართველოდან უკან, ჩრდილოეთში 471 855 გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ წელს იანვარ-ივნისში რუსეთის 26 871 მოქალაქე საქართველოში დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საზღვრის კვეთის მხრივ მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე – სომხეთი, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირის ქვეყნები, ხუთეულს კი ისრაელი ხურავს.

ქვეყნების პირველი ექვსეული და ევროკავშირი კვეთების რაოდენობის მიხედვით (2025 წლის 6 თვე):

  • რუსეთის ფედერაცია – შემოსვლა – 498 726, გასვლა – 471 855;
  • თურქეთი – შემოსვლა – 333 953, გასვლა – 340 050;
  • სომხეთი – შემოსვლა – 275 138, გასვლა – 271 974;
  • ევროკავშირის ქვეყნები – შემოსვლა – 137 586, გასვლა – 130 690;
  • ისრაელი – შემოსვლა – 102 037, გასვლა – 103 881;
  • აზერბაიჯანი – შემოსვლა – 85 371, გასვლა – 81 360;
  • ინდოეთი – შემოსვლა – 57 412, გასვლა – 59 835;

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო ქვეყნის 1 851 009 მოქალაქე გავიდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა